განხილვა:მონღოლური დამწერლობა

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Surprizi

ვფიქრობ რომ სტატია „მონღოლური დამწერლობა“ უნდა პასუხობდეს დღევანდელ კირილურ დამწერლობას, ხოლო მისი ძველი ფორმისათვის უნდა გამოიყენებოდეს სტატია სახელწოდებით — „ძველმონღოლური დამწერლობა“ (რუს. Старомонгольское письмо). რას ფიქრობთ თქვენ?--Surprizi განხილვაწვლილი 10:15, 6 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი

დღევანდელ კირილურ დამწერლობაზე "მონღოლური ანბანი" რომ შეიქმნას? გიო ოქრო 10:37, 6 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
თეორიულად რატომაც არა. თუმცა აღნიშნული ეს კირილური ანბანი წარმოადგენს მონღოლურ დამწერლობას. ანუ ინტერვიკებში ორი მიმართულებაა, იეროგლიფებს რუსული მიმართულება მას ძველმონღოლურს ეძახის, ხოლო სხვა დანარჩენი მონღოლურს. და ყველაზე საინტერესო ისაა რომ რუსულში მონღოლური დამწერლობა კირილურისათვის არ არსებობს(გადამისამართდება). არადა ორივე დამწერლობაა. წესით უნდა გაიმიჯნოს. როგორც ჩანს მონღოლურისთვის არ ცხელათ, თორე არის კოდი კირილური დამწერლობისათვის {{Lang-mn}} და ასევე ვიკიპედიაში გათვალისწინებულია ენის კოდი ძველმონღოლური შრიფტისათვის mvf.--Surprizi განხილვაწვლილი 11:16, 6 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
გიო ოქრო, მოდი შენს ვარიანტზე შევჯერდეთ ამ ეტაპზე, რადგანაც აზრთან ახლოს დგას და ამის გარდა მომავალი უფრო ზუსტ პასუხს თავად გვეტყვის, ეგრე კი წინააღმდეგობაში არაფერთან არ მოვდივართ. ანუ ამ ეტაპზე კირილურს შევუქმნი „მონღოლურ ანბანს“.--Surprizi განხილვაწვლილი 11:26, 6 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
ისეკი გასამიჯნია „ანბანი“ და „დამწერლობა“ მთელ ვიკიში. გიო ოქრო 21:31, 6 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
კი გეთანხმები, საწყის ეტაპზე თავად ეგ ორი განსაზღვრებაა გასამიჯნი, ხოლო შემდეგ შეიძლება ენების მიხედვით მათი განცალკევება. მე მაგალითად ეგ თემა ესე გადავწყვიტე, რომ ენის სტატიაში ვუთითებ ქვესათაურს ანბანზე (ანბანის მინივერსიით ყველანაირი ტრანსლიტერაციის გარეშე), ხოლო შიგნით მთავარ სტატიას ვამისამართებ დამწერლობაზე. სადაც უფრო ჩაშლილად შეიძლება აღნიშნულის შესახებ საუბარი. ერთი მონღოლურ ენას მეტნაკლებად შევეცდები შევისწავლო და თუ ძველი დამწერლობა ძველი მონღოლური ენისთვის გამოიყენებოდა ხოლო კირილური ახალმონღოლურისთვის, მაშინ შეიძლება ამ ორი ენის გამიჯვნა და შესაბამისად ორი ენის თარგის თავისუფლად შექმნა ბერძნული ენის ორი თარგის მსგავსად.--Surprizi განხილვაწვლილი 03:54, 7 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
ანბანისა და დამწერლობის გასააზრებლად შემიძლია ერთი მაგალითი მოვიყვანო. მაგალითად სომხურ ანბანში არ არის ასო „უ“, არამედ წარმოადგენს ორი სომხური ასოს დიგრაფს, ანუ Ու — ეს სომხური დამწერლობის დიგრაფია (მაგრამ ამ სახით არ გვხვდება სომხურ ანბანში). სხვა სიტუაციაა აფხაზურში, სადაც აუარება დიგრაფია თავმოყრილი, თუმცა ისინი ყველანი სომხურისაგან განსხვავებით აფხაზური ანბანის თანასწორუფლებიანი წევრები არიან. უფრო მეტი სიცხადისათვის ავიღოთ კირილიცა. არსებობს კირილიცა, როგორც 45 ასოსაგან შემდგარი ანბანი და არსებობს კირილური დამწერლობის ასოები რომელიც რამოდენიმე ასეულია. იგივე შემთხვევაა ლათინურ ანბანსა და ლათინურ დამწერლობის ასოებს შორის. თუმცა ისევ და ისევ შესაძლოა რომ რიგ შემთხვევებში რომელიმე ენის დამწერლობა და ანბანი იდენტურები იყონ.--Surprizi განხილვაწვლილი 04:16, 7 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
ზუსტად. ამიტომ მგონია, რომ ეს სტატია უფრო დამწერლობაა და კირილურზე აწყობილი — ანბანი. სამომავლოდ აუცილებლად განსახილველია ეს თემა შეხვედრაზე. გიო ოქრო 08:44, 7 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
საერთოდ მიუხედავად იმისა რომ ბევრი ენა კირილური დამწერლობის ასოებს იყენებს, მათ მაინც იმ ენის დამწერლობა ჰქვიათ რომელთაც ის ეკუთვნის. მაგალითად აბაზური დამწერლობა, აფხაზური დამწერლობა... ავიღოთ მეგრული დამწერლობა თუნდაც ან სვანური დამწერლობა, ისინი ხომ თავის თავად ქართული დამწერლობის ასოებს იყენებენ მაგრამ იდენტიფიცირდებიან როგორც დამოუკიდებელი დამწერლობები. შესაბამისადაა აქაც. დღევანდელი კირილურზე შექმნილი ანბანი მონღოლური ენისათვის ეს ჩვეულებრივი მონღოლური დამწერლობაა, ხოლო იმას ჰქვია ძველმონღოლური დამწერლობა. რა თქმა უნდა სიჩქარე არაა საჭირო და როცა იქნება მაშინ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ ხოლო ეხლა იყოს მონღოლურის (კირილური) დამწერლობა — მონღოლურ ანბანზე.--Surprizi განხილვაწვლილი 09:13, 7 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
გვერდ „მონღოლური დამწერლობა“-ზე დაბრუნება.