განხილვა:მიხეილ IV პაფლაგონელი
ხომ არ უნდა იყოს მიქაელ? მიხეილი რუსიფიცირებული ვარიანტია ბერძნულ-ქართული მიქაელისა. Deu. 15:24, 25 იანვარი 2014 (UTC)
- (მიქაელ)--შოთა [UT] 15:37, 25 იანვარი 2014 (UTC)
მომხმარებელი:Zangala, შეგიძლია გადაამოწმო ქსე-ში თუ არსებობს მიქაელ IV პაფლაგონელი (ან პაფლაგონიელი)? Deu. 16:02, 25 იანვარი 2014 (UTC)
უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში (თბ., 1989 წ. გვ. 238) წერია: მიქაელ ატალიატე, მიქაელ კირულარიოსი, მიქაელ ფსელოსი, მიქაელ ქონიატე. – ყველა ბიზანტიელია, როგორც ჩანს მიქაელია სწორი ფორმა. --JABA 1977 16:38, 25 იანვარი 2014 (UTC)
- მადლობა. პაფლაგონიელი თუ პაფლაგონელი — იქნებ ესეც გადავამოწმოთ და გადავიტან მიქაელ IV პაფლაგონელზე (ან -იელზე), ფრჩხილებსაც ავიცილებთ. Deu. 17:17, 25 იანვარი 2014 (UTC)
როგორც მახსოვდა სტატიების ამ სათაურით შექმნისას ვისარგებლე წიგნით: ტივაძე გ., შუა საუკუნეების ისტორია, ტ. I, თბ., 1967 გვ. 136-168. სადაც მიხეილი წერია, თუმცა კონკრეტულად ამ სახელის მეფეები ახალ ლიტერატურაში როგორაა მოხსენიებული საინტერესოა. --JABA 1977 17:35, 25 იანვარი 2014 (UTC)
- სახელი ცალსახად მიქაელია. Μιχαήλ ახალ ბერძნულად არის მიხაილ, ხოლო ძველ ბერძნულად მიქაელ. ქართულ ენაში ბიზანტიური ბერძნული სახელები, ახალია თუ ძველი, შემოდის ძველი წესის დაცვით. ამას მოწმობს მიქაელ მთავარანგელოზის სახელიც და აგრეთვე ქსე-ში დამოწმებული ეს სახელი, აგრეთვე ის სახელები, რაც შენ მოიყვანე, ჯაბა. ასე რომ, სახელი აშკარად მიქაელი უნდა იყოს, მაგრამ აი პაფლაგონელი თუ პაფლაგონიელი, ამაზე ვეჭვობ. Deu. 18:09, 25 იანვარი 2014 (UTC)
მიქაელი რომ უნდა იყოს მე მგონი ზემოთ დავწერე, მაგრამ არ შეიძლება არ ითქვას, რომ პირდაპირი წყარო არ გვაქვს, არაპირდაპირი წყაროები კი იმას გვეუბნება, რომ მიქაელი უნდა დავწეროთ. --JABA 1977 18:31, 25 იანვარი 2014 (UTC)
- . Zangala, ქსე-ში რა ხდება? Deu. 18:36, 25 იანვარი 2014 (UTC)
და სასაცილოს რას ხედავ?--JABA 1977 18:56, 25 იანვარი 2014 (UTC)
- რამდენიმე სტატიას გადავხედე. ინფორმაციას ვერ მივაგენი.--ცანგალა (გ) 20:03, 25 იანვარი 2014 (UTC)
ცანგალა, სტატია ბიზანტიის იმპერია ნახე და შესაძლოა მანდ ეწეროს მაკედონელთა დინასტიის მმართველობის ხანაში (867-1057 წწ.). --JABA 1977 05:37, 26 იანვარი 2014 (UTC)