განხილვა:მილკბილა

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო

ქსე, ტ.6, გვ. 698 და ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი — „აფრიკული მილკბილა“. გიო ოქრო 12:14, 11 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი

ქვეთავიდან „სახელი“ ინფორმაციის დიდი ნაწილი ამოსაღებია, რადგან ეგ მეორე სახელები ინგლისურ ენაში გამოიყენება და არა ქართულში, აარდვარკიც ინგლისურია და ქართულთან კავშირი არ აქვს. გიო ოქრო 16:10, 13 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი

ამ სახეობის აფრიკულ მილკბილად დარქმევა გაუმართლებელია ვინაიდან მილკბილების მხოლოდ ერთი ცოცხალი სახეობაა შემორჩენილი, რომელიც ისედაც აფრიკაში ცხოვრობს. ეს იგივეა იხვნისკარტას ავსტრალიური იხვნისკარტა დავარქვათ, ამას აზრი არ ექნება, მისი მხოლოდ ერთი სახეობა არსებობს რომელიც მხოლოდ ავსტრალიაში ცხოვრობს. ასევე არც ერთ უცხოენოვან ვიკიპედიის გვერდში არ მოიხსენიებენ ამ ცხოველს როგორც აფრიკულს.--Dati2006 განხილვაწვლილი 05:37, 27 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი

@Dati2006 უცხოენოვანი ვიკიპედია წყარო არ არის, როცა ქართული წყარო გვაქვს. იხვნისკარტა არასწორი მაგალითია. მილკბილების მხოლოდ ერთი ცოცხალი სახეობა რომაა, არ ნიშნავს იმას, რომ სხვა სახეობები არ არსებობენ. არის ამომწყდარი მილკბილებიც, ამიტომ იდენტიფიკაციისათვის აფრიკულიც ჩაამატეს სახელში (ალბათ ამიტომ). გიო ოქრო 16:58, 30 ოქტომბერი 2020 (UTC)პასუხი
გვერდ „მილკბილა“-ზე დაბრუნება.