განხილვა:მელნიკის რაიონი

ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა SHOTHA
ეს სტატია შექმნილია „ჩეხეთის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

გთხოვთ შეცვალოთ სტატიის სათაური "მნელნიკის რაიონით". ჩეხურ ენაში როდესაც M-ს მოსდევს E, M რბილდება და იწერება Mě, რაც წარმოითქმის როგორც "მნე"(რბილი ნ). მაგალითად: Mělnik-მნელნიკ (რბილი "ნ"), Náměstí-ნამნესტი (á-გრძელი "ა", mě-რბილი "მნე", í-გრძელი რბილი "ი"), Měcholupy-[მნეხოლუპი], Směr-(სმნერ, ნე წარმოითქმის რბილად ისე როგორც რუსულ ენაში), Průměr-(პრუმნერ)... არ უნდა გავიმეოროთ იგივე შეცდომები, რაც ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში წერია. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ჩეხური და პოლონური ტოპონიმები ძალიანაა დამახინჯებული, რადგან ჯერ რუსულად იქნა გადაწერილი დიდი საბჭოთა ენციკლოპედიისთვის და მერე იქიდან პირდაპირ გადმოიტანეს ქსე-ში. Beqa Ninikuri

წარმოთქმას თუ მოვუსმენთ, მართლაც რომ მელნიკია. სამწუხაროდ, აქ არაფერი წერია ამის შესახებ.--შოთა [UT] 11:51, 12 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

აქ მართლაც არაფერი წერია, მაგრამ უნდა ეწეროს წესით, გამოტოვებულია. აქ ალბათ ჩეხურის მცოდნე არავინაა, თორემ დამემოწმებოდა, რომ ასეა... Mě წარმოითქმის როგორც მნე... ჩეხეთისა და პოლონეთის ტოპონიმებს ხშირად კითხულობენ და თარგმნიან არასწორად... ეს ისეთივე შეცდომაა რუსული е და ё რომ აგვერიოს ერთმანეთში, ან ინგლისური sh რომ სჰ-დ ვთარგმნოთ. Beqa Ninikuri განხილვაწვლილი

გვერდ „მელნიკის რაიონი“-ზე დაბრუნება.