განხილვა:მეგრული ენა

ბოლო კომენტარი: 11 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Odabade90 თემაში რვა

ენაა თუ დიალექტი?!..

მათ, ვინც შიშს შეუპყრია, ვერ დავამშვიდებ, მაგრამ იმათ, ვისაც არ სჯერა... იქნებ ჩაიხედონ ენციკლოპედიაში (მაგ,; ქსე–ში) და წაიკითხავენ განმარტებებს ენასა და დიალექტზე... და შეიძლება განსხვავებაც დაინახონ. მაშ, ვისაც არ გჯერათ, გისურვებთ წარმატებებს. :) --pirtskhalava 02:39, 18 მარტი 2008 (UTC)პასუხი

––––––––––––––––––––

megruli ena ki ara dialeqtia

მეგრული - არის ენა და არა დიალექტი.Zangala 11:12, 12 აპრილი 2006 (UTC)პასუხი

ქსე-ის მიხედვით მეგრული, ზანური ენის ერთ-ერთი დიალექტი. ქსე, ტ. 6. გვ. 536, თბ., 1983.--ცანგალა () 09:23, 18 მარტი 2008 (UTC)პასუხი

სტატია მეგრულ ენაზეა და არა დიალექტზე, ეს გაითვალისწინეთ! Dato deutschland 11:41, 13 მარტი 2008 (UTC)პასუხი

სტატია მეგრული ენის შესახებ იყო ცოტა პროვოკაციული. მუჭო იფშქიდანდით ათეს?! :)--Kavkas 10:57, 19 მაისი 2008 (UTC)პასუხი

არაფერი პროვოკაციული იქ არ არის. ყველაფერი (ჩემი აზრით) კარგად წერია! სანამ წაშლი ასეთ რამეს, ჯერ სხვების აზრი გაითვალისწინე! ჩემი აზრით მხოლოდ ის მონაკვეთი უნდა წაიშალოს: "ქართველური ხალხი", დანარჩენ მონაკვეთებში არაფერ პროვოკაციას არა აქვს ადგილი! ლაზურის დიალექტს რომ უწოდებენ ხანდახან, ეგეც შეიძლება ჩავსვათ. DDA 11:13, 19 მაისი 2008 (UTC)პასუხი

კიდევ ერთი რაღაცა იყო არასწორი - სამხრეთ-კავკასიურ ენათა ოჯახი არ არსებობს, არსებობს იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველური ჯგუფი და ძახილის ნიშნებით ლაპარაკს მოეშვა, ჯობია :)--Kavkas 11:27, 19 მაისი 2008 (UTC)პასუხი

ძალიან გთხოვთ შეურაცხყოფებზე ნუ გადავალთ. მოვუსმინოთ ერთმანეთს. მე როგორც ვიცი მეცნიერებების ორი აზრი არსებობს ზოგი ენად მიიჩნევს და ზოგი დიალექტად. ესეც რასაკვირველია არის გასათვალიაწინებელი სტატიაში. მაგ. მეგრულს მშობლიურ ენად თვლის - მეგრულად ლაპარაკობს (მე პირადად მეორე წინადადებას უფრო ვემხრობი). რატომ? რადგან არ არის აუცილებელი იყო მეგრელი, რომ მეგრულს ლაპარაკობდე (და თუ მეგრელი არ ვარ და ვლაპარაკობ მეგრულად ე. ი. მშობლიური ენა სხვაა). Kavkas-თან ასეთი თხოვნა მექნება. პირადად მე მეგრული არ ვიცი (მიუხედავად იმისა, რომ დედა მეგრელი მყავდა) და როდესაც რამეს მეგრულად დაწერს თარგმანი ცუდი არ იქნებოდა. ან ხომ არ აჯობებდა მხოლოდ ქართული. დიდი მადლობა ყველა მკითხველს.ცანგალა () 12:22, 19 მაისი 2008 (UTC)პასუხი

მეგრელებში გვაქვს დიგლოსია: მშობლიური ენა არის ქართული - როგორც ყველა ქართველისათვის, მშობლიური დიალექტი - სენაკური ან ზუგდიდური მეგრული. მეგრულს სოციოლინგვისტურად არ აქვს ენის სტატუსი, რადგანაც მეგრელები ქართველები ვართ (ვიმედოვნებთ, ამაზე არ ვიდავებთ) და აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სოციოლინგვისტურად (არა ენათმეცნიერული თვალსაზრისით) მეგრული დიალექტია. ესაა მართალი და ამიტომ მეგრული დამწერლობით და გაზეთებით აჟიტირებას პროვოკაციის სუნი უდის. აფხაზები ხომ არ არიან აქ, მეგრელებს ცალკე ხალხად არავინ თვლის საქართველოში და სტატიაშიც სწორად მიუთითეთ რეალობა--Kavkas 13:05, 19 მაისი 2008 (UTC)პასუხი


ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი კავკასს; მე ეს ძახილის ნიშნები ჩხუბის და გაბრაზების გამოსახატავად არ დამიწერია. განგიმარტავთ: ძახილის ნიშანი გამოხატავს გაკვირვებასაც, მაგალითად ჩემი ზემოთ ნათქვამი წინადადება - ”ყველაფერი (ჩემი აზრით) კარგად წერია!”. ასევე რჩევასა და დარიგებასაც - ”სანამ წაშლი ასეთ რამეს, ჯერ სხვების აზრი გაითვალისწინე!”. კიდევ ბევრ რამესაც აღნიშნავს ეს ნიშანი (დალოცვას, სწავლებას...) და თქვენ უბრალოდ სხვაგვარად გაიგეთ ჩემი დაწერილი. კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ამ ძახილის ნიშნებით რამე ვაწყენინე... იმედია ჩვენს შორის ცუდი ურთიერთობა არ იქნება მომავალში... ტექსტის რედაქტირება და გასწორება ყოველთვის კარგია, მაგრამ აქ სულ სხვა საქმეა... აქ ზოგი ისე ფიქრობს, ზოგი ასე; ამიტემ ასე ერთი ხელის მოსმით მთელი ტექსტის გადაკეთება მე პირადად არ მომწონს (მართალია მე ზოგ რამეში გეთანხმებით, არ უნდა იყოს სტატიაში, მაგრამ გასათვალისწინებელია სხვების აზრიც). ამ სტატიაში რაღაც ნეიტრალური უნდა იყოს, რომ ყველა მხარეს მოეწონოს... მე მაქვს რამდენიმე შენიშვნა:
  • უნდა მიეთითოს, რომ ზოგ შემთხვევაში განიხილება როგორც დიალექტი.
  • მშობლიურად თვლის - ლაპარაკობს
  • მეგრულ ენას დამწერლობის სტანდარტი და ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია. (თუ გსურთ ამასაც გეტყვით რატომ)
  • სამხრეთ-კავკასიურიც შეიძლება და იბერიულ-კავკასიური...-ც
  • ენის ისტორიაში უნდა მიეთითოს ისიც, თუ როდის გაემიჯნა მეგრული ქართულს.

ასე რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს და სხვის აზრებს პატივი ვცეთ(!) ვიღიმი DDA 14:09, 19 მაისი 2008 (UTC)პასუხი

შენ, ჩემო ძმაო, მაფალუელი ხარ და რა გიყო... :)--Kavkas 14:32, 19 მაისი 2008 (UTC)პასუხი

მაფალუ თუ არ ვცდები ნიშნავს მზარდს(?!) ვერ გავიგე რისი თქმა გინდა? გასაზრდელი? გაუზრდელი? ქართულად წერეთ თორემ აქ მეგრული ძალიან ცოტამ იცის... DDA 14:46, 19 მაისი 2008 (UTC)პასუხი

ბრუნვები

რედაქტირება

რომელი აბრუნებთ ამ ბრუნვებზე ქვეთავს? ჯერ ერთი, ეს ფაქტობრივი უზუსტობაა, არ არის მეგრულში 7 ბრუნვა და სახელობითსაც ნიშანი აქვს. მეორეც ეს საკითხი განხილულია გრამატიკის გვერდზე, რომელიც დალინკულია. Kilavagora განხილვაწვლილი 20:25, 11 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

მეგრული ვიკის გვერდზე მითითება

რედაქტირება

მე ვეცადე მეგრული ენაზე არსებული სტატიის ბოლოს მიმეთითებინა ლინკი მეგრულ ვიკიზე. სამწუხაროდ, რატომღაც ეს მითითება იღებს მეგრული ვიკის საცდელი პროექტის სახეს (ესე იწერება საბოლოო ვარიანტში). რატომ? მეგრული ვიკი დამტკიცებულია უკვე და გადასულიც არის დამოუკიდებელ გვერდზე! --Machirkholi განხილვაწვლილი 17:35, 13 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

გასწორდა. და ისე, ჯობია, ბმულების სიაში ბოლოს იყოს. იქ არის სხვა მასალაც, რომელიც პირველ რიგში, სტატიის შინაარსთან უფრო ახლოს არის. მეგრული ვიკიპედიის ბმული არ არის უადგილო, მაგრამ სტატიის ძირითადი თემატიკისათვის მეორადია.

მეგრულ ვიკიპედიაზე ბმული სტატიაში სამეგრელო გადატანილი იქნა სექციაში ’რესურსები ინტერნეტში’. — BH განხილვაწვლილი 17:48, 13 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

რვა

რედაქტირება

მეგრულში, მე რამდენადაც ვიცი, "რვა" არის "ბრუო", აქ კი წერია "რუო". მე ვიცი არასწორად თუ შეცდომაა? --ბზუილა [ განხილვა ] 15:46, 7 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ზუგდიდურ-სამურზაყანულ დიალექტში „ბრუო“ არის, სენაკურ-მარტვილურში „რუო“.ოდაბადე (მიწერა) 15:48, 7 იანვარი 2013 (UTC)პასუხი
გასაგებია. ჩემს სოფელში ყოველთვის ბრუოს ხმარობენ, არ ვიცოდი რაიონებში თუ იყო რაიმე განსხვავება :) --ბზუილა [ განხილვა ] 15:51, 7 იანვარი 2013 (UTC)პასუხი
თუმცა, ისე „ბრუო“ არის სწორი, „რუო“ უფრო ქართული ენის გავლენითაა.--ოდაბადე (მიწერა) 15:54, 7 იანვარი 2013 (UTC)პასუხი
გვერდ „მეგრული ენა“-ზე დაბრუნება.