განხილვა:მაწონი
სტატია სრული ქაოსია. ნაწილი შევასწორე, სხვას ვერ გავწვდი. მაგალითად, რამდენად შეიძლება ქართული იოგურტი (როგორც სტატიაშია განსაზღვრული) მზადდებოდეს აქლემის რძისაგან? მალე სირაქლემა ემუს კვერცხის ტაფამწვარიც ქართული ერბოკვერცხის განმარტებაში დაივანებს ალბათ ადგილს. --წკაპო 20:47, 4 აპრილი 2009 (UTC)
მადლობა, რომ შეასწრე, თუცა სტატია გადასაწერია. --გიორგი , 05:48, 5 აპრილი 2009 (UTC)
გადასაწერი კი არა დასაწერია. სამწუხაროდ მაწვნის ჭამის მეტი არა გამეგება რა ამ საკითხში. იოგურთი მაწვნის „ფირმენი“ სახელი მეგონა, ამ სტატიას თუ დავუჯერებთ მაწონი იოგურთის ნაირსახეობა ყოფილა... მოკლედ, გვჭირდება რძის ნაწარმების სპეციალისტი. --წკაპო 08:33, 5 აპრილი 2009 (UTC)
სჯობს, სიტყვა იოგურტი ამოვიღოთ სტატიიდან, იქნებ პროდუქტის რაღაც ტიპია, რომლის სახელწოდებაც შეიძლება გამოვიყენოთ? --გიგი 11:12, 5 აპრილი 2009 (UTC)
- მე სულ მეგონა რომ იოგურტი მაწვნის უცხოური სახელია. აი როგორ განმარტავს იოგურტს ფრანგული ვიკიპედია Le yaourt, ou yogourt, ou yoghourt, est une préparation de lait de vache, de chèvre, de brebis, de jument, d’ânesse, de chamelle ou de bufflonne, non égoutté et fermenté. — იაურტი ან იოგურტი ძროხის, თხის, ცხვრის, ფაშატის, ვირის (დედალ ვირს აქვს ცალკე სახელი?), კამეჩის ან აქლემის რძის აჭრის შედეგად მიღებული გაუწურავი ნაწარმია. ანუ არც შევმცდარვარ და იოგურთი მართლაც მაწვნის „ფრანციცული“ სახელია. ერთი ეგაა ქართული მაწონი აქლემისა (და ალბათ ვირის) რძისაგან ჯერ არავის დაუმზადებია. ამიტომ => იოგურტი ნაღდად ამოსაგდებია. -- წკაპო 16:04, 5 აპრილი 2009 (UTC)
- მოგესალმებით, იოგურტი სიტყვა საერთოდ ამოსღებია, გადადით ინგლისურ ვერსიაზე და იხილავთ სომხური მხარე როგორ ბოროტად იყენებს ასეთ განმარტებებს. მოვამზადებ ტექსტს და დავარედაქტირებ, გთხოვთ მიადევნოთ თვალი და შენიშვნების შემთხვევაში დატოვოთ კომენტარი. --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 14:13, 1 სექტემბერი 2020 (UTC)