განხილვა:მარკ სტარზი (საფეხბურთო კლუბი)
კლუბის სახელწოდება — კლუბის ოფიციალურ Facebook გვერდზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე, გაზეთ „ლელოს“ ოფიციალურ საიტზე, sportall.ge-ზე, mysports.ge-ზე, goal.ge-ზე და როგორც ჩანს ყველა სპორტულ და საინფორმაციო წყაროებში წარმოდგენილია „მარკ სტარსი“-ს ფორმით. რაც შეეხება, თავად კლუბის წარმომადგენლობის პოზიციას — ისინი მიიჩნევენ, რომ ქართულ ვიკიპედიაში წარმოდგენილი საფეხბურთო კლუბ „მარკ სტარზის“ სახელწოდება — უცხოენოვან ბგერათა ქართულში გადმოცემის კორექტულობის მიუხედავად, სასურველია შეიცვალოს და დაუბრუნდეს სახელწოდების პირვანდელ ფორმას — „მარკ სტარსი“. ამავე მოსაზრებას იზიარებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ზემოაღნიშნული გამოცემების წარმომადგენლებიც. გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა განხილვაში და დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით — კერძოდ, არის თუ არა წარმოდგენილი გარემოებები საკმარისი იმისთვის, რომ კლუბის სახელწოდება დაუბრუნდეს თავის პირვანდელ ვარიანტს. წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 06:14, 31 დეკემბერი 2019 (UTC)