განხილვა:მარკ რივკინი
ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala
საქართველოს პარლამენტი უწერიათ მარკი. ან ჩვენ უნდა შევასწოროთ ან მათ უწერიათ არასწორად.--ცანგალა 14:40, 31 მარტი 2019 (UTC)
- http://www.parliament.ge/ge/mp/2414 - უნდა გადავიტანოთ ? :)--Melberg განხილვაწვლილი 14:52, 31 მარტი 2019 (UTC)
- ვერ გავიგე მითითებული ბმული მარიამი გარიშვილზე გადადის.--ცანგალა 15:25, 31 მარტი 2019 (UTC)
- მარიამი უნდა იყოს სტატიის სახელი თუ მარიამ? :) --Melberg განხილვაწვლილი 15:33, 31 მარტი 2019 (UTC)
ბუნებრივია მარიამ. --ჯაბა 1977 15:35, 31 მარტი 2019 (UTC)
ლევანი (კახეთის მეფე), მაგრამ ლევან იზორია. ცხადია ყველაფერი, არაა საჭირო გადატანა. --ჯაბა 1977 15:36, 31 მარტი 2019 (UTC)
- იგივე ვარიანტია, მე რომ პასპორტში სახელი სახელობით ბრუნვაში ჩასმული მიწერია :))) — Mikheil მიწერა 15:39, 31 მარტი 2019 (UTC)
- უნდა იყოს მარკ რივკინი (როგორც შენ დაწერე), მაგრამ მე ვიკითხე (შეკითხვის უფლება მგონი მაქვს?) რადგან საქართველოს პარლამენტს უწერია მარკი (სახელობითი ბრუნვა და იქნებ ოფიციალურად ასეა). @MIKHEIL: ე. ი. ოფიციალურად მიხეილ–ი ხარ? მგონი ჩემს შეკითხვას მომხმარებელი:MIKHEIL-მა გასცა პასუხი. მადლობა.--ცანგალა 16:06, 31 მარტი 2019 (UTC)
- @Zangala: - დოკუმენტებში ბევრ ადამიანს მიწერილი აქვს სახელობით ბრუნვის ნიშანი, რაც, წესით არ უნდა იყოს [მიხეილი გვაიშვილი, მარიამი გვარიშვილი] და ა.შ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია ჩვენც ავსახოთ ეს ისე, როგორც წერია დოკუმენტში. --Melberg განხილვაწვლილი 16:12, 31 მარტი 2019 (UTC)
- პ.ს.: პარლამენტის საიტზე წერია ისე, როგორც წერია დოკუმენტში.--Melberg განხილვაწვლილი 16:12, 31 მარტი 2019 (UTC)
- მე ჩემი აზრი დავაფიქსირე. მგონი ამის უფლება მაქვს. --ცანგალა 16:15, 31 მარტი 2019 (UTC)
- პ.ს. მარკ რივკინით საქართველოს პარლამენტის გვერდზე არ იძებნება, ხოლო მარკი რივკინით კი.--ცანგალა 16:20, 31 მარტი 2019 (UTC)