განხილვა:ლ. გუდიაშვილი
ვფიქრობ, ამგვარი გადამისამართების არსებობა საჭიროა, რადგან ლადო გუდიაშვილი (ამ შემთხვევაში), ან სხვა ცნობილი, თუ ნაკლებცნობილი პიროვნება ზოგიერთ სტატიაში ნახსენებია ამგვარი შემოკლებული ფორმით, ამიტომ მის შესახებ ძირითადი სტატიის მოძებნა შეუძლებელია. ვიკიპედიის მომხმარებლებისათვის ალბათ მოსახერხებელი იქნება ასეთ შემთხვევაში გადამისამართების არსებობა. მომხმარებელს ყოველთვის არ შეუძლია ინიციალის გაშიფვრა და სრული სახელით ამ ადამიანის შესახებ სტატიის მოძებნა. (თუ მომხმარებელმა არ იცის ამ ადამიანის სრული სახელი, მის შესახებ სტატიას ვერ იპოვის). --Ninushka განხილვაწვლილი 11:05, 5 ნოემბერი 2011 (UTC)
- მსგავსი გადამისამართება სრულიად ზედმეტად მიმაჩნია როდესაც არსებობს ძიების ორი ფორმა 1. სახელით და 2. გვარით --David 11:07, 5 ნოემბერი 2011 (UTC)
- ასეთი გადამისამართება წასაშლელია. მაგ. გ. აბაშიძე რომელზე უნდა მოხდეს გადამისამართება? არსებობს (1. აბაშიძე, გიორგი — ქირურგი
2. აბაშიძე, გიორგი-მალაქია — XVII-XVIII სს. იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე 3. აბაშიძე, გრიგოლ გრიგოლის ძე — პოეტი და პროზაიკოსი 4. აბაშიძე, გრიგოლ — პოეტი).--ცანგალა (გ) 20:21, 6 ნოემბერი 2011 (UTC)