განხილვა:ლიტომერჟიცეს რაიონი
- გთხოვთ შეცვალოთ სტატიის სათაური "ლიტომნერჟიცის რაიონით". ჩეხურ ენაში როდესაც M-ს მოსდევს E, M რბილდება და იწერება Mě, რაც წარმოითქმის როგორც "მნე"(რბილი ნ). მაგალითად: Litoměřice-ლიტომნერჟიცე (რბილი "ნ"), Mělnik-მნელნიკ (რბილი "ნ"), Náměstí-ნამნესტი (á-გრძელი "ა", mě-რბილი "მნე", í-გრძელი რბილი "ი"), Měcholupy-[მნეხოლუპი], Směr-(სმნერ, ნე წარმოითქმის რბილად ისე როგორც რუსულ ენაში), Průměr-(პრუმნერ)... არ უნდა გავიმეოროთ იგივე შეცდომები, რაც ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში წერია. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ჩეხური და პოლონური ტოპონიმები ძალიანაა დამახინჯებული, რადგან ჯერ რუსულად იქნა გადაწერილი დიდი საბჭოთა ენციკლოპედიისთვის და მერე იქიდან პირდაპირ გადმოიტანეს ქსე-ში. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Beqa Ninikuri (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
დაიწყეთ განხილვა თემაზე „ლიტომერჟიცეს რაიონი“
განხილვის გვერდი არის ადგილი, სადაც საზოგადოება განიხილავს სხვადასხვა საკითხს, რომელიც ვიკიპედიის შიგთავსის გაუმჯობესებას უკავშირდება. ამ გვერდის გამოყენება შეგიძლიათ სხვა მომხმარებლებთან დისკუსიისთვის, რათა გააუმჯობესოთ გვერდი „ლიტომერჟიცეს რაიონი“.