განხილვა:ლიკოდონი

ბოლო კომენტარი: 16 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Misho თემაში სახელი

ლიკოდონი როდის აქეთაა გველგესლათა ოჯახის წევრი, ანკარასებრთა ოჯახს მიეკუთვნება. უშხამო გველგესლა არ არსებობს ვიღიმი --Misho 16:46, 24 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

en:Lycodon aulicus და en:Lycodon - Misho, მე სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ეს ორი ლათინური დასახელება ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ. ლიტერატურა მქონდა მითითებული, თუ საიდანაც იყო სტატიის ტექსტი და ეს ეხებოდა en:Lycodon. 1983 წლის შემდეგ რამე შეიცვალა საქართველოში კლასიფიკაციის თვალსაზრისით? თუ გაქვს საშუალება იქნებ წყარო მიუთითო და გავერკვიოთ ერთად.--ცანგალა () 17:38, 24 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

ცანგალა, ეს სტატია ზოგადად მგელკბილებს ეხება და სახლის მგელკბილაზე ცალკე ბმული გავაკეთე (სურათის ქვევით).--Misho 17:59, 24 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

ვერ გამიგე, ლიკოდონი მიეკუთვნება ანკარებს, მე ვარ სპეციალისტი და დამეთანხმე ენა რა გვერდებიც მიმითითე, იქაც ოჯახად colubridae (ანუ ანკარები) არის მითითებული, თუ მე არ მენდობი სიტყვაზე ვიღიმი --Misho 17:52, 24 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

შენ თუ სპეციალისტი ხარ (არ ვიცი) უნდა იცოდე განსხვავება ლიკოდონი (მგელკბილა) en:Lycodon aulicus და ლიკოდონი en:Lycodon. ე. ი. შენ უნდა შეგექმნა ახალი სტატია სათაურით - ლიკოდონი (მგელკბილა), ხოლო ლიკოდონი უნდა დარჩენილიყო როგორც იყო. ამჟამად სტატიის სათაური და საერთაშიროსი ბმულები ლიკოდონზეა და არა ლიკოდონი (მგელკბილა) -ზე. ეს არის ორი სხვადასხვა სტატია - ინგლ. ვიკიში ასეა. შეიძლება ვცდები.--ცანგალა () 18:10, 24 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

არა ვიკრიჭები ვერ გაგიგია შენ ესე იგი. შევეცდები გარკვევით აგიხსნა ვიღიმი
  • ჯერ დავიწყოთ იმით, რომ Lycodon - ლიკოდონი ანუ მგელკბილა არის გველების გვარი ანკარასებრთა ოჯახისა, ანუ სახელი - მგელკბილა, ლიკოდონის სინონიმია, ეს არის გველების პატარა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური გვარი დიიიდი ანკარასებრთა ოჯახისა :)
  • მეორე, Lycodon aulicus ანუ სახლის ლიკოდონი ანუ სახლის მგელკბილა არის ამ გვარის (ანუ ლიკოდონის გვარის) ერთ-ერთი (ყველაზე გავრცელებული) წარმომადგენელი.

ანუ შენ ალბათ ლიკოდონი (მგელკბილა) გეგონა Lycodon aulicus-ს ქართული სახელწოდება და Lycodon კიდევ გვარი, ხომ? :)--Misho 18:23, 24 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

Misho, მგონი ლაგდება ნელ-ნელა :) ე. ი. როგორც შენ წერ მგელკბილა - ლიკოდონის სინონიმია - ამ შემთხვევაში უნდა გავაკეთოთ გადამისამართება მგელკბილადან ლიკოდონზე en:Lycodon. სახლის მგელკბილა (Lycodon aulicus) - ამაზე გაკეთდება სტატია en:Lycodon aulicus. ლიკოდონი ანუ მგელკბილა არის გველების გვარი ანკარასებრთა ოჯახისა - რატომ ანკარისებრთა და არა გველგესლასებრთა? ესეც ვნახე სხვა ვიკიპედიებში და შეცდომა იყო ჩვენთან. Misho - ამასთან ერთად ერთი თხოვნა მაინც მრჩება - კატეგორიების მიმართ პირდაპირ კატეგორია:გველები არ ჩაწერო ე. ი. გვარი ოჯახში და ა. შ. ცანგალა () 18:48, 24 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

ჰაჰაჰაჰაჰა ვიღიმი დავიღალე ვიღიმი ლიკოდონი არის ანკარასებრთა ოჯახის ერთ-ერთი გვარი და გველგესლათა ოჯახი რა შუაშია. სადაც დაწერილია გველგესლებს მიეკუთვნებაო, ჩათვალე შეცდომაა, თანაც დიდი. მართალი ხარ, კატეგორია:გველები შევცვლი --Misho 04:12, 25 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

სახელი

რედაქტირება

თუ ლიკოდონი და მგელკბილა სინონიმებია, ხომ არ ჯობია სტატიას ქართული სათაური ჰქონდეს? — Island 13:40, 25 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

მეცნიერებაში რომელია უფრო დამკვიდრებული? ბევრი სინონიმები ხალხურია. ამ შემთხვევაში რასაკვირველია რჩება მეცნიერული. -ცანგალა () 17:39, 25 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

არა ხალხო, იყოს ლიკოდონი და არა მგელკბილა, გათავებულია თემა. რაც შეეხება სტატიის გავრცობას ცოტა დაცდა მოგვიწევს, სანამ უკეთ შეისწავლიან ამ გვარს მეცნიერები. ცალკეულ სახეობებზე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ჯერ სხვა საქმეები მაქვს - ოჯახებს, ქვეოჯახებს, გვარებს და ა.შ. ვაწესრიგებ, ვალაგებ, ვათანამედროვებ... სულ ძველი წყაროებიდანაა გადაწერილი ინფორმაცია. აჯობებს არაფერი შემოიტანოთ ძველი წყაროებიდან (ახალი ქართული არ არსებობს პრინციპში) იმიტომ, რომ გველების სამყაროში მუდმივას რევოლუცია ხდება და ყველაფერი შეცვლილია თითქმის დღეისათვის, და ის ძველი ენციკლოპედიები და ა.შ. ცოტა არ იყოს უვარგისია ამ შემთხვევაში   --Misho 17:00, 26 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

გეთანხმები, რომ ძველი ინფორმაციაა. მაგრამ პითონები - ეტყობა არ მოძველებულა. Misho, რაც ქართულად ტერმინოლოგია არ არსებობს გთხოვ არ თარგმნო დატოვე ლათინურად. თუ გინდა ყავახანაში გავიტანოთ კენჭისყრაზე და როგორც გადაწყვიტავს მომხმარებლები ისე გააკეთე. მაგრამ ჩემი აზრით ჯობია თარგმანი არ გაკეთდეს.ცანგალა () 17:46, 26 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

არა,   პითონებიც ჩემი დაწერილია და შესაბამისად ”გათანამედროვებული” --Misho 04:25, 27 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი
გვერდ „ლიკოდონი“-ზე დაბრუნება.