განხილვა:კურთხევანი (A-1110)

ბოლო კომენტარი: 9 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Deu

რა საჭიროა ამ სტატიის არსებობა ერთი ცალკეული ხელნაწერის შესახებ, როდესაც არსებობს ეს სტატია? ჩემი აზრით კურთხევანი (A-1110) შეიძლება შევიდეს ძირითად სტატიაში, სადაც გაჩნდება პარაგრაფი: ხელნაწერები.--83.3.3.250 14:01, 31 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

და თქვენ გგონიათ, რომ კურთხევანის მხოლოდ ერთი ხელნაწერი არსებობს ანდა თავად ხელნაწერი პატარა თემაა? Deu. 18:53, 31 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი
არ მგონია ნამდვილად, მაგრამ კურთხევანების შემცველი ძალიან ბევრი ქართული ხელნაწერია და თვითოეულზე სტატიის შექმნა არ მგონია გამართლებული იყოს, ამიტომ აჯობებს, რომ ძირითად სტატიაში გაკეთდეს განყოფილება - ხელნაწერები.--79.191.213.93 23:10, 2 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი
პოტენციურად ყველაფერ ღირებულზე შეიძლება სტატიის შექმნა, თუკი საამისო მასალა იქნება. მე სულაც არ მგონია, რომ კურთხევანის ცალკეული ხელნაწერი ნაკლებად იმსახურებს დამოუკიდებელ სტატიას ვიკიპედიაში, ვიდრე, მაგალითად, ჭიანჭველების ეს სახეობა. ჭიანჭველის უამრავი სახეობა რომ არსებობს, ეს ვერ გამოდგება არგუმენტად ამ სტატიათა გასაერთიანებლად. სწორედ ასევე ვერ გამოდგება არგუმენტად, ჩვენს შემთხვევაში ის, რომ კურთხევანის უამრავი ხელნაწერი არსებობს. თუკი მასალას მოვაგროვებ, დიდი სიამოვნებით დავწერ თითოეულისათვის სტატიას. მითუმეტეს, ამისათვის სპეციალური ლიტერატურაც არსებობს (ხელნაწერთა აღწერილობანი) და მკვლევართათვის, არა მხოლოდ დაინტერესებული მკითხველისათვის, ძალიან პრაქტიკულია, როცა ცალკეული ხელნაწერის აღწერილობა ინტერნეტშიცაა ხელმისაწვდომი. Deu. 06:06, 3 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი
კარგი, დაგეთანხმეთ, მოაგროვეთ ხელნაწერთა აღწერილობანი და დაწერეთ თითოეულზე სტატია :) წარმატებები! წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 79.185.137.224 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
გვერდ „კურთხევანი (A-1110)“-ზე დაბრუნება.