განხილვა:კიროვაკანი
ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა GiorgiXIII
ვიკიმაპიაზე წავაწყდი ასეთ რამეს. Zresi – Village is populated by ethnic Armenians. Also Known as Kirovakan საინტერესოა რამდენად სწორია ეს ცნობა. სოფლის აღმოსავლეთით მდებარეობს ზრესის ტბა წყარო. --JABA 1977 16:13, 12 სექტემბერი 2013 (UTC)
- გამარჯობათ! ის, რომ ეს სოფელი 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით პრაქტიკულად მთლიანად სომხებით არის დასახლებული სრული სიმართლეა (მთლიანი მოსახლეობა 331 ადამიანი, აქედან 330 სომეხი და 1 ქართველი). ისიც სიმართლეა, რომ სოფლის აღმოსავლეთი ნაწილი მდებარეობს ზრესის ტბის სანაპიროზე. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის დოკუმენტებში ნახსენებია, როგორც კიროვაკანი. შესაძლებელია სომხური მოსახლეობა დღეისათვის სოფელს ეძახის ზრესის, მაგრამ ჩემი ვარაუდით ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სომხური მოსახლეობის საქართველოს ხელისუფლებებისადმი ასწლოვანი ინდეფერენტული დამოკიდებულების გამო ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელია, თორემ XXI საუკუნეში რა დროს კიროვაკანია.GiorgiXIII განხილვაწვლილი 14:57, 25 აპრილი 2021 (UTC)
- იგივე ხდება სოფელ ფილიპოვკის მიმართაც. დიდად სავარაუდოდ სომხური მოსახლეობა, როგორც ჩემთვის ცნობილია ფილიპოვკას მის ისტორიულ სახელს - პატარა კარწახს ეძახის, მაგრამ ოფიციალურად 2014 წლის ჩათვლით ისევ ფილიპოვკა ჰქვია (2021 წელს არ ვიცი).GiorgiXIII განხილვაწვლილი 10:58, 26 აპრილი 2021 (UTC)