განხილვა:იაკი

ბოლო კომენტარი: 11 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა SHOTHA

გადამაქვს ეს „აზავერზე“--ვაროსანი 19:06, 14 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

ლიტერატურად ქსეს სხვადასხვა ტომებია მითითებული, რატომ გაკეთდა გადამისამართება?--შოთა [UT] 19:11, 14 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
იაკი ქართულად ითარგმნება როგორც აზავერი. იხილე ამ საიტზე „ძუძუმწოვრებში“ - „აზავერი“--ვაროსანი 19:32, 14 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
არსებობს აზავერიც (ქსე, ტ. 1, გვ. 184) და იაკიც (ქსე, ტ. 5, გვ. 38). --ცანგალა () 20:15, 14 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
სანამ შეთანხმება არ იქნება გთხოვთ გადამისამართებას ნუ გააკეთებთ.--ცანგალა () 20:30, 14 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

თუ აზავერი და იაკი ერთი და იგივე არ არის, მაშინ იქნებ მითხრათ აზავერის ახლანდელი სტატია ინტერვიკები სადაა? იაკი ქართულად აზავერია, იხილეთ ამ საიტზე „ძუძუმწოვრებში“ - „აზავერი“ ნათლად წერია:

ვიკიციტატა
„აზავერის (Bos grunniens, ან Bos mutus) უზარმაზარ სხეულს, არსებობისთვის შესაბამისი გამოკვებაც სჭირდება. სტიპა, კარექსი, ბუჩქნარი მცენარეები, ხავსები და ლიქენები, მისი ძირითადი, საყვარელი საჭმელია. ინგლისურად მას იაკს (yak) უწოდებენ, რომელიც ტიბეტური დასახელებიდან „gyag“-დან მომდინარეობს, თუმცა ამ უკანასკნელით მხოლოდ მამრს მოიხსენიებენ, მდედრს კი „nak“-ს უწოდებენ. ინგლისური " yak", ჩვეულებრივ ორივე სქესის აღსანიშნავად გამოიყენება“

--ვაროსანი 16:38, 15 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

პლუს ამას ამავე სტატიაში მოცემულია სტროფი ვეფხისტყაოსნიდან, კარგად დააკვირდით და ნახავთ რომ მანდაც არა იაკი(საერთოდ რა შუაშია იაკი ქართულ ენასთან), არამედ აზავერია ნახსენები
ვიკიციტატა
„რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე,

წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე, ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე,

მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე“

--ვაროსანი 16:48, 15 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

თუ აზავერი და იაკი ერთი და იგივე ცხოველებია, ქსე-ში რატომ არის მათთვის ორი განსხვავებული სტატია?--შოთა [UT] 17:06, 15 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
კითხვას კითხვითვე ვუპასუხებ: მაშ აზავერი რა ცხოველია და რატომ არ წერია სხვა ვიკიპედიებში (სავარაუდოდ)?

ასევე ჩემს მიერ ზემოთ ნახსენებ წყაროში ნათლად წერია, რომ Bos grunniens-ის ქართულად აზავერი ეწოდება--ვაროსანი 17:19, 15 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

ვერაფერი გადავწყვიტეთ? --ვაროსანი 16:32, 16 აპრილი 2013 (UTC)პასუხი
არ ვიცი, რატომ არ არის სხვა ვიკიპედიებში, მაგრამ ფაქტია, რომ ქსე-ში ორი განსხვავებული სტატიაა და ჩემი აზრით, ორივე უნდა დარჩეს ცალკე სტატიად.--შოთა [UT] 15:29, 30 ივლისი 2013 (UTC)პასუხი
გვერდ „იაკი“-ზე დაბრუნება.