აზავერი — ტვირთის საკიდარი (სასაპალნე) ხარი. წერილობითი წყაროების მოწმობით, ადრინდელი შუა საუკუნეების საქართველოში ფართოდ ყოფილა გამოყენებული საოჯახო მეურნეობაში, შორ გზაზე ბარგის გადასაზიდად, აგრეთვე მშენებლობაში. აზავერი მოხსენიებულია „ვეფხისტყაოსანშიც“. ზოგიერთი ხალხი (აღმოსავლეთ აზია, ჩრდილოეთ აფრიკა და სხვა) დღესაც იყენებენ ხარს ტვირთის საკიდრად და შესაჯდომად. სასაპალნე ხარს კეხს ადგამენ. შემდგომ ხარს აღვირი ნესტოებზე აქვს დამაგრებული.

ლიტერატურა

რედაქტირება