განხილვა:თინა კანდელაკი
ბოლო კომენტარი: 7 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi
ახლა შევამჩნიე - ზოგი გადაცემის სახელწოდება ნათარგმნია და მაშინ უპრიანი იქნება, ან ითარგმნოს დანარჩენები, ან ნათარგმნები დაუბრუნდეს ორიგინალურ ვარიანტს. ან მესამე ვარიანტი - ჯერ დაიწეროს თარგმანი, ფრჩხილებში - ორიგინალური. --გიორგი (იგივე Henry McClean) × მომწერეთ 16:46, 28 მარტი 2017 (UTC)
- ისე, მე, რომ მკითხო თარგმანი არც თუ ისეა იოლია, მაგ., Эхо Москвы - მოსკოვის ექო, ზოგან ეხო მასკვი, ეხო მოსკვი, ექო მოსკვი და უამრავი სხვა. ზოგიერთი თარგმანი აზრს კარგავს. ალბათ აჯობებს, რომ დარჩეს ორიგინალში, ისე ეს რუსულ ტელეარხებსაც ეხება, მაგ., НТВ, ТНТ სხვა მრავალი. - OTOGI Messages 17:13, 28 მარტი 2017 (UTC)
- მახსოვს, ამაზე ბევრი გვისაუბრია (მე და შენ არა, მაგრამ სხვებს). რთული საკითხია, როგორც ჩანს. ანუ მე პირადად ამაზე რადიკალურად ერთი პოზიცია არ გამაჩნია, უბრალოდ ის მომხვდა თვალში, რომ ზოგი ნათარგმნია, ზოგი - არა, ამიტომ სტანდარტიზაციაზე ვიფიქრე. მეც მირჩევნია, ორიგინალური იყოს. რუსულენოვან მუსიკალურ ალბომებზეც ეგ მომენტი მქონდა. ნამდვილად არ არის ლამაზი ტრანსლიტერაცია და აკვარიუმის ალბომს არ მინდა ერქვას "ბესპეჩნი რუსსკი ბროდიაგა". --გიორგი (იგივე Henry McClean) × მომწერეთ 17:19, 28 მარტი 2017 (UTC)
- რა თქმა უნდა, კომპანიების, ტელეარხების და რადიოსადგურების სახელი ორიგინალში უნდა დარჩეს. — UndDerDie 17:23, 28 მარტი 2017 (UTC)
- მართლა რთული საკითხია. იგივე ითქმის რუსულ სახელებთან დაკავშირებით, მართალია მე კი ვწერ ვთქვათ, ანდრეის ნაცვლად ანდრიას, მაგრამ საშინლად არ მომწონს. სტანდარტიზაციის დასადგენად ალბათ ფორუმი უფრო დაგვეხმარება. - OTOGI Messages 17:30, 28 მარტი 2017 (UTC)
- რა თქმა უნდა, კომპანიების, ტელეარხების და რადიოსადგურების სახელი ორიგინალში უნდა დარჩეს. — UndDerDie 17:23, 28 მარტი 2017 (UTC)