განხილვა:თეოდორე მოფსუესტელი
ეს თემა არაა მიკერძოებული, 7 თვეა ვერ გაარკვიეს აქაურმა მცოდნეებმა რა არის შიგ მიკერძოებული
რედაქტირებაყველაფერი არგუმენტირებული და დასაბუთებულია, უბრალოდ გინება აკლია თეოდორეს მისამართით, აი ეს არ მოეწონათ. :D --Otherguylb განხილვაწვლილი 20:44, 8 ოქტომბერი 2011 (UTC)
ქართულ წყაროებში მას ეწოდება მოფსუესტელი. მოფსუესტიელი არსად შემხვედრია. შეგიძლიათ წყარო მოიტყვანოთ ამ მეორეს სასარგებლოდ?--Ouzo განხილვაწვლილი 21:17, 27 მარტი 2011 (UTC)
საერთოდ ქართულად იშვიათად თუ შემხვედრია მასზე ინფორმაცია, აგერ ნახეთ: http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/12.htm "V მსოფლიო კრებამ დაგმო თეოდორე მოპსუესტიელის ცრუსწავლება." თვითონ ქალაქს ასე ჰქვია და რავიცი... არის "ალექსანდრიელი" და არა "ალექსანდრელი", ისევე როგორც "ნიკომედიელი" და არა "ნიკომედელი" ან "ანტიოქიელი" და არა "ანტიოქელი"... რატომ არ შეიძლება იყოს "მოფსუესტიელი"? --- Lashab1991
- მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ ქართულ აკადემიურ წყაროებში არის მოფსუესტელი. აქ შედარებებით და საკუთარი დასკვნებით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ, არამედ მხოლოდ ავტორიტეტული წყაროებით. თუ ვერ მომიტანთ თუნდაც ერთ ავტორიტეტულ აკადემიურ წყაროს, სადაც ამ პიროვნებას ეწოდება მოფსუესტიელი, მაშინ მოგვიწევს სათაურის გადატანა.--Ouzo განხილვაწვლილი 21:48, 27 მარტი 2011 (UTC)
ჰმ... რეალურად ბერძნულად არის - "Μοψουεστία(ია)", აქედან გამომდინარე თავისუფლად შეიძლება მისი ქართულში ასე გადმოტანა... არ მესმის რატომ უნდა შეიკვეცოს იგი ქართულში. ეგრე იწერება ხოლმე "ანტიოქელი"-ც ზოგჯერ, როცა ბერძნულად არის Ἀντιόχεια(ია)... როგორც ჩანს ძველქართულად ეს "ი" იკარგებოდა... ისევე როგორც "კესარიელი", დღეს მგონი არავინ იტყვის რომ "კესარელი" უნდა დავწეროთ... --- Lashab1991
- ძველი ქართული არაფერ შუაშია. ლათინურად არის Theodoros Mopsuestenus და სამეცნიერო წრეებში აქედან დამკვიდრდა მისი სახელი. ქართულიც აქედან არის ნაწარმოები.--Ouzo განხილვაწვლილი 22:13, 27 მარტი 2011 (UTC)
ლათინური რა შუაშია როცა სიტყვა თავად არის ბერძნული? მაშ ლათინურად ალექსანდრია არის Alexandrinus http://en.wikipedia.org/wiki/Codex_Alexandrinus... ეხლა მითხარით რატომ არ ეძახიან ასე - "წმინდა კირილე ალექსანდრელი" - ან ნებისმიერ სხვას ვინც ალექსანდრიიდანაა? მაშინ ჩავასწოროთ ყველაფერი... --- Lashab1991
- კიდევ ერთხელ. თქვენ რას ფიქრობთ ამას აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა თუ წყაროთ არ გაამაგრებთ თქვენ აზრს.— Ouzo განხილვაწვლილი 22:23, 27 მარტი 2011 (UTC)
ობიექტურობა
რედაქტირება"თეოდორე საუკეთესო წარმომადგენელია ანტიოქიის ჰერმენევტიკული სკოლისა რომელიც დიდმა თეოლოგმა და ეპისკოპოსმა დიოდორე ტარსელმა დააარსა." – თქვენი აზრით ეს იცავს ვიკიპედიის მიუკერძოობლობის პრინციპებს? მანახეთ სადმე სად წერია მსგავსი ფრაზა?--Ouzo განხილვაწვლილი 22:03, 27 მარტი 2011 (UTC)
ანტიოქიური ჰერმენევტიკული სწავლა დააარსა დიოდორე ტარსელმა, შიგ სწავლობდნენ წმინდა იოანე ოქროპირი, თეოდორე და სხვები. ინგლისურ ვიკიპედიაზე წერია - "He is the best known representative of the middle School of Antioch of hermeneutics." აქ არ წერია, რომ ის იყო მართალი ან მტყუანი, აქ წერია რომ დიოდორეს მიერ დაარსებულ სკოლაში მიღებული ჰერმენევტიკული სტილი ყველაზე უკეთ თეოდორესთან ჩამოყალიბდა. დიოდორე ხომ თავად იყო ნესტორიანული აზროვნების მქონე? რა მოხდა რომ მის მიერ დაარსებულ სკოლაში თეოდორე მოფსუესტიელი აღვიქვათ საუკეთესო წარმომადგენლად და არა წმინდა იოანე? --- Lashab1991
ხოლო, დიდი თეოლოგი იყო ყველა, არიოზიც, პავლე სამოსატელიც, ნესტორიც, თეოდორეც, სევერიოზიც და სხვები... მე ხომ არ მითქვამს, რომ დიდი თეოლოგი მართალს ნიშნავს? --- Lashab1991
- "საუკეთესო", "დიდი" და ასე შემდეგ არის ეპითეტები, რომლებიც თუ ავტორიტეტულ წყაროებში არ არის დადასტურებული (მაგ. ბასილი დიდი და მისთანანი), წაიშლება. თქვენ ვის თვლით დიდად ამას არ აქვს მნიშვნელობა. მოიტანეთ წყარო, თორემ წაიშლება. და კიდევ: best known representative of the middle School არ ნიშნავს დიდ თეოლოგს. განსხვავებას კარგად ხვდებით და გთხოვთ იყოთ ობიექტური.--Ouzo განხილვაწვლილი 22:17, 27 მარტი 2011 (UTC)
კარგით რა... ბასილი დიდი არის მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის დიდი... მაშინ თეოდორეზე ამას ამბობდნენ: Everywhere he was regarded as "the herald of the truth and the doctor of the church" - წყარო - (Facund. ii.i seq.) ამას უტყუარად ეძახდნენ, რადგან ქალცედონზე როცა ეს დაუდეს თეოდორეს მომხრეებმა, ხმა ვერ ამოიღეს მის საწინააღმდეგოდ... ეხლა რა ვქნათ? დავამატოთ "ეკლესიის დოქტორთა" სიაში? თუ ვამბობთ რომ ვიღაც არის დიდი თეოლოგი, ეს არის ზოგადი... თქვენ გგონიათ არიოზს არ უწოდებდნე დიდს? ან სევერიოზს? გადავხედოთ აბა მონოფიზიტურ წყაროებს თუ სევერიოზი მართლაც დიდად არ იწოდება... ---Lashab1991
- ვის რას უწოდებდნენ ეს არაა მთავარი. ვის რა სახელი დაუმკვიდრდა ეს არის მთავარი. ბასილი დიდს დიდს უწოდებენ არა მხოლოდ მართლმადიდებლები. ასე ის მოხსენიებული მსოფლიოს ყველა ძირითად ენციკლოიპედიაში. და კიდევ: ქართულად არის ქალკედონი და არა ქალცედონი.— Ouzo განხილვაწვლილი 22:27, 27 მარტი 2011 (UTC)
პირველ რიგში, რომ მიწერია "საუკეთესო წარმომადგენელი" - არ ნიშნავს იმას რომ როგორც პიროვნება იყო საუკეთესო, არამედ როგორც წარმომადგენელი... ინგლისური კარგად ვიცი საკმაოდ რომ ზუსტად მეთარგმნა...
"დიდი თეოლოგი" კი ნიშნავს რომ იყო ჭკვიანი და განათლებული ღვთისმეტყველურ საკითხებში. მე არ მიგულისხმია რომ იგი ჭეშმარიტების მღაღადებელი იყო. თუ თვლით რომ ეს ითვლება დარღვევათ, მაშინ ამოვიღოთ და სხვანაირად ჩავსვათ... უბრალოდ უნდა აღინიშნოს რომ ვიღაც რიგითი ეპისკოპოსი არ იყო და მართლა უზომო პატივს სცემდნენ, თან ისე, რომ სხვა ეპისკოპოსები რჩევებს ეკითხებოდნენ... უბრალოდ ეპითეტი რატომაა მცდარი მაგას ვერ მივხვდი... "დიდი" არ ნიშნავს საუკეთესოს... მართლმადიდებელ მღვდელსაც კი უთქვამს ჩემთვის რომ "თეოდორე ძალიან მაგარი იყო"-ო... --- Lashab1991
- მერე გეთარგმნათ ზუსტად, ვინ გიშლიდათ?
- ინგლისური შეიძლება კარგად იცით, მაგრამ ამას ქართულზე ვერ ვიტყვი (წყენის გარეშე)
- საუკეთესოს და დიდის მნიშვნელობების ახსნა ჩემთვის არ არის საჭირო.
- ვიღაც მართლმადიდებელმა მღვდელმა რა გითხრათ არ მაინტერესებს – "მეასედ" გეუბნებით : ავტორიტეტული წყარო!!!
- ახლა გადავხედე კათოლიკურ ენციკლოპედიაში სტატიას, საიდანაც აიღეთ თქვენ მიერ შემოტანილი მასალის დიდი ნაწილი და შემიძლია დაგიმტკიცოთ, რომ თქვენი თარგმანი არის მიკერძოებული.--Ouzo განხილვაწვლილი 22:42, 27 მარტი 2011 (UTC)
კათოლიკური სტატიისთვის არაერთხელ გადამიხედია, ასევე ინგლისური ვიკიპედიისთვისაც... აი ინგლისური ვიკიპედიაც თუ მიკერძოებულია შეგიძლიათ საჩივარი დაწეროთ ინგლისურ ვიკიპედიაზეც... მანდ ყველაფერი არ წერია და ცდილობენ არ თქვან... მე არ ვახსენე რომ პელაგიანიზმი დაგმო თეოდორემ, როცა ეს მას უფრო კარგად წარმოაჩენდა... თქვენ რამდენი წყარო წაგიკითხავთ თეოდორეზე? ნუ არიანელობაზე ლამის ყველაფერი მაქვს წაკითხული რაც სადმე წერია, ნესტორიანიზმს რამდენიმე თვეა მივადექი... რა ნახეთ ასეთი მიკერძოებული ვერ გავიგე, წმინდა იოანე სიცოცხლის ბოლომდე აფასებდა მას. ჩემ სტატიაში არ დავწერე ქალცედონზე მომხდარი ამბები, როცა თეოდორე აქეს და ადიდეს და მისმა მოწინააღმდეგეებმა ხმა ვერ ამოიღეს... ავტორიტეტული წყაროო მეუბნებით და მთხოვთ რომ მარტო მართლმადიდებლურად დაკანონებული პიროვნებების მიმართ ვიხმარო ეპითეტები... აბა ეხლა მეცნიერი რომ ბასილს "დიდს" არ დააწერდა რათ უნდა ლაპარაკი... --- Lashab1991
Saint Dioscorus the Great http://en.wikipedia.org/wiki/Dioscurus_of_Alexandria - აჰა, მონოფიზიტთა წმინდანი. მე რომ ქართულად შევქმნა გვერდი და ვუწოდო "წმინდა დიოსკურე დიდი" - პრობლემა იქნება? თუ მართლმადიდებლურ ენციკლოპედიაში რადგან არ წერია ამიტომ?
აგერ http://arian-catholic.org/ რომ შევქმნა გვერდი "წმინდა არიოზ ალექსანდრიელი" ხომ არ შეიძლება? მაგრამ რატომ არ შეიძლება უბრალოდ ვუწოდო ყველას "დიდი თეოლოგი" ან "დიდი ქრისტიანი"? მათი ცოდნისა და მნიშვნელობის გამო... ესაა და ეს... --- Lashab1991
- სამწუხაროა, რომ რასაც გწერთ არ კითხულობთ და მაინც თქვენის გატანა გინდათ. ხვალ დავსვამ საკითხს ყავახანაში განსახილველად და თქვენი წვლილის გადასახედად. მგონი მოგიწევთ ისეფ ფორუმებზე დაბრუნება, რადგან თქვენ კამათის ჟინით ხართ შეპყრობილი. ვიკიპედია ფორუმი არ არის. იკამათეთ ფორუმებზე. ნახვამდის.--Ouzo განხილვაწვლილი 23:09, 27 მარტი 2011 (UTC)
სინამდვილე
რედაქტირებაბატონმა ოუზომ გადახედა კათოლიკურ ენციკლოპედიას და მეუბნება რომ ჩემი სტატია მიკერძოებულია, არადა არ ეტყობა ეს ერთი შეხედვით, რადგან მის მოწინააღმდეგეებს არ ვლანძღავ. კათოლიკური ენციკლოპედიაო, მოდით წმინდა კირილეზე ისტორიკოსთა ნაშრომებს გამოვფენ და მაგ კუთხით იმ იუზერის სტატია სრულად წასაშლელია მაშინ არათუ მიკერძოებული... ჩვენ ხომ უნდა ვეცადოთ ყველა წყარო შევაჯამოთ? იმდენი რაღაც გამოვტოვე რაც თეოდორეს უკეთ წარმოაჩენდა იმის გამო, რომ საკმარისი წყარო არ იყო ან ზოგ-ზოგიერთები არ ეთანხმებოდნენ იმ წყაროებს... -- Lashab1991 განხილვაწვლილი 15:57, 28 მარტი 2011 (UTC)
- გაკეთდება ნელ–ნელა, არ იდარდო.--Ouzo განხილვაწვლილი 08:09, 31 მარტი 2011 (UTC)
საერთოდ, ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა „დიდი“, „საუკეთესო“, „გამორჩეული“ და მისთ. გამოყენებას ვიკიპედიაში ვერიდებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ავტორიტეტულ აკადემიურ წყაროთი არ დასტურდება. თუ დასტურდება, მაშინ სტატია მიუკერძოებელი აღარ გამოდის. ყველას, ვინც წაიკითხავს ამ სტატიას და მის განხილვას, გთხოვთ, განაგდოთ ყოველნი ზრახვანი მართლმადიდებლურნი და ისე შეხედოთ და განიხილოთ ეს სტატია. ესეც ამას არ გვავალდებულებს? ვიკიპედია მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის ხომ არ შექმნილა... ჩემზე თეოლოგიის საკითხებში ექსპერტი ნამდვილად ვერ ითქმის. —G.G. 06:55, 3 სექტემბერი 2011 (UTC)
მე მოვიყვანე ციტატა წიგნიდან, სადაც ეწოდება თეოდორეს "საუკეთესო წარმომადგენელი ანტიოქიური სკოლისა". რაც შეეხება წოდებას "დიდს" - საუბარია დიდზე არა როგორც ჭეშმარიტზე, არამედ დიდზე როგორც განთქმულზე და ჭკვიანზე. თეოდორე იყო დიდი თეოლოგი, მაგრამ არ ნიშნავს, რომ სწორს ამბობდა. — Otherguylb განხილვაწვლილი 15:09, 3 სექტემბერი 2011 (UTC)