განხილვა:თამაშგარე

ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა ITshnik

ვფიქრობ, მთავარი სათაური თამაშგარე მდგომარეობა უნდა იყოს--შოთა [UT] 08:15, 15 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

ნაწილობრივ გეთანხმები, რადგან ქართული სათაური ექნება და არა საერთაშორისო ტერმინოლოგიური, მაგრამ მე მაინც ასე ვამჯობინე, გადამისამართება კი გავაკეთე.--George 08:17, 15 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
მთლიანად ვეთანხმები შოთას. აუცილებელიც კია!--Saliner 10:15, 15 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
საპირისპიროს წერს რამდენიმე წყარო. უცხო სიტყვათა ლექსიკონი და საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი „ოფსაიდს“ წერს, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ტერმინი საყოველთაო ხმარებაშია. ქართულ ენაში გვაქვს უამრავი უცხო წარმოშობის დამკვიდრებული ტერმინი, რომლებსაც არ თარგმნიან. - ოთოჯი განხილვა 11:06, 15 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
ოთო, აბსოლუტურად გეთანხმები მოყვანილ მაგალითებში, ზუსტად ეგ ორი წყარო გამოვიყენე სტატის დაწერისას, ორივეში ოფსაიდი ეწერა.--George 11:23, 15 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

კი, ბატონო. უცხო სიტყვათა ლექსიკონში ნამდვილად წერია, მაგრამ განმართება აქვს თამაშგარე მდგომარეობა. ოფსაიდი ნამდვილად არ მიეკუთვნება იმ ტერმინების რიცხვს, რომლებსაც არ თარგმნიან. მიზეზს ვერ ვხედავ, ამ სტატიას რატომ არ უნდა ერქვას თამაშგარე მდგომარება.--Saliner 11:38, 15 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

განმარტება ყველა ტერმინს აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტერმინი ვერ იქნებოდა. მეცნიერებაში და სპორტში არსებობს ათასობით უცხო წარმოშობის ტერმინი. მაგალითად, კლიფი ინგლისურია მაგრამ არ ვთარგმნით ან პაკი. მაგალითების მოყვანას აზრი არ აქვს, რადგან უამრავია. რადგან ტერმინი ინგლისურია ეს იმის საბაბს არ იძლევა, რომ სათაური უნდა შევცვალოთ. ერთია რა მოგვწონს და მეორე — რას წერს ავტორირეტული წყარო. წყარო თუ გაქვთ თქვენ ?. მე ამ განხილვას ობიექტურად ვუყურებ და არა სუბიექტურად. - ოთოჯი განხილვა 11:47, 15 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

წყარო აუცილებელია და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უცხო სიტყვათა ლექსიკონი ჩემს ნათქვამს უფრო ამტკიცებს. გარკვევით წერია, ოფსაიდი არის თამაშგარე მდგომარეობა, როგოგორც ბოქსზე წერია, რომ არის კრივი. ხომ ყველამ ვიცით, რომ თამაშგარე საყოველთაოდაა ქართულში მიღებული, გაცილებით მეტად ვიდრე ოფსაიდი და მხოლოდ იმიტომ არ უნდა ავირჩიოთ ეს უკანასკნელი, რომ ოლიმპიურთა კლუბის (საკითხავია, საერთოდ რამდენად შეიძლება ავტორიტეტულ წყაროდ მაგის გამოყენება) საიტზე წერია ეგრე. აშკარად ძალიან ობიექტურია ჩემი მიდგომა და თუ სადმე ხედავ სუბიექტურ, პირად მიდგომას, გთხოვთ, კონკრეტულად მიმითითეთ.--Saliner 12:00, 15 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

სუბიექტური მიდგომაა მაშინ როდესაც წყარო გვაქვს და მას საკუთარ ინტერესს ვუპირისპირებთ. განმარტება თუ გვინდა, სტატიაშივე ფრჩხილებში შეგვიძლია ამის გაკეთება. თქვენ თუ გაქვთ რაიმე ავტორიტეტული წყარო ?. მე დავამთავრე აქ. - ოთოჯი განხილვა 12:10, 15 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. სამწუხაროდ, წიგნად არ მაქვს გვერდი რომ დავწერო. მაგრამ --აქ ჩაწერეთ და ნახავთ: „თამაშგარე (თამაშგარესი) სპორ. ფეხბურთში – მოწინააღმდეგის ნახევარზე ბურთის მიღება (კარში დასარტყმელად) იმ მომენტში, როდესაც დამრტყმელის წინ ორზე ნაკლები მოწინააღმდეგეა (წესის დარღვევად ითვლება). კუთხური დარტყმისას ან ხელით ბურთის თამაშში შეყვანისას არ არსებობს თამაშგარე მდგომარეობა («ახ. კომ.»). თამაშგარედ ზნს. თამაშიდან გასულად. წესის მიხედვით ბურთი თამაშგარედ ითვლება მაშინ, როდესაც გვერდით ხაზს გასცილდება, ე. ი. მოედნის გარეთ გავარდება («ლელო»).“ ვფიქრობ, განმარტებითი ლექსიკონი ოლიმპიური კლუბის საიტზე სანდო წყაროა.--Saliner 12:22, 15 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

ბოლო განხილვის შემდეგ 4 დღე გავიდა. ჩემი არგუმენტის მერე აღარავის არაფერი დაუწერია, ამიტომ ვფიქრობ, გადასატანია ან თამაშგარე-ზე, ან თამაშგარე მდგომარეობა-ზე.--Saliner 07:18, 19 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

ვფიქრობ, რადგან ორივე ტერმინი ხმარებაშია და დამკვიდრებულია (ერთს უცხო სიტყვათა ლექსიკონი ამყარებს, მეორეს — განმარტებითი), უპირატესობა მიენიჭოს უფრო მეტად ქართულ დასახელებას, ანუ თამაშგარეს, ვიდრე ინგლისურიდან შემოსულ ოფსაიდს. ასეთია ჩემი აზრი. — G.G. 08:35, 19 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
გვერდ „თამაშგარე“-ზე დაბრუნება.