განხილვა:თამაზ კერესელიძე

ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala

როგორც ვიცით მიმდინარეობს მუშაობა ქართული ენციკლოპედიის ახალი ვარიანტის შექმნაზე და მალე მეორე ტომი გამოვა. მეცნიერებიდან და პედაგოგებიდან შეტანილი არიან ის პირები, ვისაც დაცული აქვს დისერტაცია მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად ( საკანდიდატოს შემდეგ, და არა აკადემიური დოქტორები, იშვიათი გამონაკლისის გარდა), და აქვთ მინიჭებული პროფესორის წოდება.

არის შემთხვევები, რომ ასეთი პირები, ღირსეულები, ვერ მოხვდნენ ქსე – ში, რადგან იქ შეჰქონდათ მხოლოდ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები. ამიტომ, მათზე, განსაკუთრებით ახლადგარდაცვილებზე, არ არის ლიტერატურული მასალა. ქსე ხშირად ასეთ პირებზე არსებული მასალის ერთადერთი წყაროა.

რომ არ ჩამორჩეს ვიკიპედია ენციკლოპედიას, რადგან მისი გამოსვლის შემდეგ დიდი მასალა დაგროვდება, ხომ არ ჯობია შევიტანოთ ცნობილი და ღირსეული პედაგოგები და მეცნიერები, რომლებზედაც შეიძლება ვერ ვნახოთ სათანადო ლიტერატურა,არ არიან ქსე–ში, მაგრამ ისინი ახალ ქართულ ენციკლოპედიაში შესატანთა სიაში არიან მოხვედრილი. ხომ არ დავეყრდნოთ პრესაში არსებულ ნეკროლოგის მონაცემებს ? ჩემი აზრით, ეს გაამდიდრებს ჩვენს ვიკიპედიას.

თამაზ კერესელიძის შთამბეჭდავი შრომითი საქმიანობის აღსაწერად, გამოვიყენე ნეკროლოგი, რომელიც გაზ. "საქართველის რესპუბლიკაშია" გამოქვეყნებული (1998 წ. 31 დეკემბერი, N 341.). ნეკროლოგს ხელს აწერენ – საქ. ჯანდაცვის სამინისტრო, თბილისის სახ სამედიცინო უნივერსიტეტი, გაზეთ "მედიცინის მუშაკის" და ჟურნალ "საქართველოს სამედიცინო მოამბის" რედაქციები,თსსუ–ის მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიის და იმუნოლოგიის კათედრა. ხომ არ გამოვიყენოთ ასეთ ნეკროლოგები ლიტ.მასალად ?

ავღნიშნავ, რომ თ.კერესელიძე, ჯგუფთან ერთად ნობელის პრემიაზედაც იყო წარდგენილი, მსოფლიოში განსაკუთრებით საშიში ინფექც. დაავადებების ლიკვიდაციისათვის.თუმცა ჯგუფური განაცხადი არ მიიღეს, ეს მასალა ოფიციალური სახით არ ჩანს და ამიტომ არც შემიტანია.

მოვიყვანოთ ნეკროლოგი ოფიციალურ წყაროდ, თუ იყოს მის გარეშე ?

განხილვის მიზნით – --თემო () 10:14, 19 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი

ენციკლოპედია„საქართველოს“ გამოცემაზე უკვე ხუთი წელია იწერება ვიკიში, მაგრამ დღემდე ხოლოდ ერთი ტომი მოახერხეს. შევარდნაძემ ეტყობა მხოლოდ პირველი ტომი დააფინანსა, რომელიც 1997 წელს გამოვიდა. მის შემდეგ ენციკლოპედია სამწუხაროდ გაიყინა. თამაზ კერესელიძეს ალბათ აქვს დაბადების და გარდაცვალების თარიღები (თვე და რიცხვი).--ცანგალა () 11:25, 19 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი
გვერდ „თამაზ კერესელიძე“-ზე დაბრუნება.