განხილვა:ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენი

ბოლო კომენტარი: 17 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Alsandro

სუპერნოვა – ზეახალი ვარსკვლავია ქართულად... თხოვნა მექნება ალსანდრო: შენს ნაწერ სტატიებში უკვე ტენდენციად იქცა, რაიმე კონკრეტული ტერმინის ქართული შესატყვისის არცოდნის შემთხვევაში ეგრევე ინგლისურ შესატყვისს წერ ქართული ასოებით. თხოვნა კი ასეთია, თუ რაიმე ტერმინი არ იცი ეგრევე ინგლისურად დატოვე და მერე ჩავასწორებთ, თორემ ძნელია მერე ძებნა ტექსტებში. საჩხუბრად და ნიშნის მოგებით არ გეუბნები, საერთო საქმისთვის ასე ჯობია... და უმჯობესია იმ სფეროებზე წერო რომელშიც ტერმინოლოგია იცი, ფიზიკაზე, მათემატიკაზე და ასტრონომიაზე სხვები დაწერენ (ეხლა ვაჭარბებ მგონი:) --linguistus 08:24, 28 აგვისტო 2006 (UTC)პასუხი

კი, ნამდვილად აჭარბებ. - ალს. 10:36, 28 აგვისტო 2006 (UTC)
ჰო, კიდევ, ყველა ენაზე რუსულის გარდა ეს სუპერნოვაა. ა.

აქ, მე მგონი, ქართულად იწერება სტატიები, ენების ცოდნის ნაკლებობას არც მე განვიცდი და შემიძლია სხვაენოვან ვიკიებში სტატიების ძიება. როდესაც რაიმეზე მიგითეთებენ არ ნიშნავს ეს იმას, თითქოს უპირატესობას გიმტკიცებდნენ ან რაიმეს გართმევდნენ და ეს იპოხონდრიული კუდაბზიკობები რა საჭიროა ვერ მივხვდი... და კიდევ: მე შენი რედაქტორი არ ვარ, სხვა საქმეებიც მაქვს, თუ რამეს გეუბნები კიდევ, იმისთვის რომ მინდა რომ სწორედ წერო და არ აავსო ანგლიციზმებით ისედაც დანაგვიანებული ვიკი, კარგია რომ ბევრს მუშაობ, ძალიან დიდ საქმეს აკეთებ, მაგრამ ამ ერთი და იგივე შეცდომების შესწორებით მე პირადა დავიღალე, სხვისი არ ვიცი... მეტი არაფერი, პერსონალურად შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და შეურაცხყოფებზე ნუ გადმოდიხარ, ქუჩის ბირჟაზე არ დგეხარ. --linguistus 13:29, 28 აგვისტო 2006 (UTC)პასუხი

კიდევ ერთი მაგალითი, როგორ არ შეიძლება მიმართო სხვა რედაქტორს ან თუდაც ნებისმიერ ადამიანს, არა გრცხვენია, რეებს წერ? - ალ-ო () 14:47, 28 აგვისტო 2006 (UTC)პასუხი
ლინგვისტუს ყველა რედაქტორი საკუთარი ინტერესების, სპეციალური განათლების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით სხვადასხვა ტიპის შეცდომებს უშვებს. რედაქტორ ალსანდროს ანგლიციზმები და ტექნიკური ტერმინების არაზუსტი თარგმანი, ზედმეტად უყვარს, ეს შესამჩნევია. შენ რაც დაწერე კი სირცხვილია. ზემოთ იპოქონდრული (მითუმერეს იპოხონდრიული :–)) არაფერი არ იყო. მასეთი ლაპარაკისთვის პარტიიდან რიცხავენ. >:–| Tamok 18:35, 28 აგვისტო 2006 (UTC)პასუხი

ნუ, იპოქონდრიისთვის ბოდიშს ვიხდი, თუმცა ბევრის წერა რომ არ მეზარებოდეს დაგიმტკიცებდი Tamok, რომ რედაქტორი ალსანდროს საქციელი, ჩემს მიმართ ჩადენილი, იპოხ(ქ)ონდრიულ ელემენტებს შეიცავდა... მათემატიკური სიზუსტით!:) პარტიიდან არ ვიცი, მაგრამ შეგიძლიათ ენციკლოპედისტთა საზოგადოებიდან გამრიცხოთ... რაც შეეხება შეცდომებს იმას არ უნდა ზედმეტი მტკიცება, რომ ყველა შეცდომას უშვებს, ასეთს თუ ისეთს, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ როდესაც ვინმეს ეუბნებიან ეს შეცდომააო და მაინც იგივეს იმეორებს, ამასაც შეცდომა ჰქვია? ეს კითხვის ნიშანი არასწორედ დავწერე, მოდი თემა დავხუროთ, მე პირადად მომბეზრდა უაზროდ კამათი, შედეგი მაინც არ იქნება, ასე რომ "პარტიიდან გარიცხულ" მდგომარეობაში მაინც გავფილტრავ ვიკის ანგლიციზმებისაგან! :() --linguistus 19:32, 28 აგვისტო 2006 (UTC)პასუხი

ორი პრობლემა მაქვს შენთან პირადად:
  1. შენი მომართვის ფორმა თითქმის ყველა შემთხვევაში გამაღიზიანებელია - როგორც წესი დამაკნინებელი ელემენტი შემოგაქვს არგუმენტში, რაც კონსტრუქციულ განხილვას შეუძლებელს ქმნის. ამას, როგორც წესი, უაზრო პოლემიკა და შეურაცხმყოფელი კომენტარის გაცვლა-გამოცვლა მოჰყვება.
  2. რატომღაც ჩათვალე, რომ სხვებზე ”განათლებული” ან ერუდირებული ხარ, რაც უფლებას გაძლევს რჩევა-დარიგებები დაარიგო. ის რომ აქ რედაქტირებისთვის დროს ვპოულობთ არ ნიშნავს იმას რომ ქუჩიდან ვართ მოსულები. მე პირადად ორ აივი-ლიგის უნივერსიტეტში მაქვს განათლება მიღებული (ქართულად მიღებულ წითელ დიპლომს და სკოლის მედალს რომ თავი დავანებოთ) და შენგან რჩევა-დარიგებებს არ მივიღებ, რაც არ უნდა ”შემეშალოს” და რამდენჯერაც არ უნდა შემეშალოს! კეთილი იბენე და შეარჩიე მომართვის ფორმა. და გაითვალისწინე, ყოველთვის როცა ასე უკმეხ კომენტარს დაწერ, შესაბამის პასუხს მიიღებ.

-ალ-ო () 20:21, 28 აგვისტო 2006 (UTC)პასუხი

გვერდ „ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენი“-ზე დაბრუნება.