განხილვა:ემი კონი ბარეტი
ძალიან ბევრი ხარვეზია მანქანური თარგმანის გამოყენების დროს. ასეთი სტატიები, ჩემი აზრით, საერთოდ შემოწმებულის სტატუსსაც არ იმსახურებენ. scholarship აქ სტიპენდია არ არის. „2011 წლიდან 2016 წლამდე მან ისაუბრა კონსტიტუციურ სამართალზე“ კი არა, კონსტიტუციურ სამართალს კითხულობდა (საერთოდ ეგ აბზაცი ძალიან გაუგებარია). „1999 წელს ბარეტი ცოლად გაჰყვა“ კი არა, ან 1999 წლიდან იყო ცოლი ან 1999 წელს გაჰყვა. High School უმაღლესი სკოლა არ არის და ა.შ. და ასეა მთელი ტექსტი, ასევე სხვა სტატიებიც. მანქანური თარგმანი (Google-იც, Yandex-იც და სხვებიც) ქართულ ენაზე არის ძალიან დაბალი ხარისხის და მათი გამოყენება არათუ ადგება ვიკიპედიას, არამედ მის ხარისხს კიდევ უფრო აგდებს. ამგვარ სტატიებში, კონკურსის დამთავრებამდე ან მის მერე, აზრი არ აქვს, უნდა ჩაისვას შესაბამისი თარგები, და მერე ალბათ წაიშლება კიდეც (ცნობისათვის, მანქანური თარგმანი სწრაფი წაშლის კრიტერიუმია). გიო ოქრო 21:07, 12 თებერვალი 2022 (UTC)
- Content translation-ს ვიყენებ და გავითვალისწინებ, აღარ გამოვიყენებ. უფრო მეტად იმის გამო ვიყენებ, რომ პირდაპირ სვამს სქოლიოს, რესურსებს, ლიტერატურას, ფოტოებს. ნათარგმნი ტესტი სულ შესაცვლელია ხოლმე. უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ, მადლობა! --Nia Cheგანხილვაწვლილი. 21:11, 12 თებერვალი 2022 (UTC)