განხილვა:დიდი რვიანი

ბოლო კომენტარი: 6 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა Surprizi თემაში G8 და G7 გავმიჯნოთ?

ამ გვერდზე სამივე თარგი ერთსამაიმავე ინფორმაციას უჩვენებს. მგონი ბოლო ორი ზედმეტია. - ალ-ო     @ 17:56, 9 დეკემბერი 2007 (UTC)პასუხი

ინგლ. ასეა. ხოლო აქ ბოლო თარგს უჭირს.--ცანგალა () 17:59, 9 დეკემბერი 2007 (UTC)პასუხი

დიდი შვიდიანი

რედაქტირება

რუსეთი გარიცხეს! გადავამისამართოთ? DatoDeutschlandAntwort 12:09, 16 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

საიდან ეგ ინფორმაცია?--ოთარი () 12:30, 16 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი
ტელევიზორიდან  . DatoDeutschlandAntwort 12:35, 16 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი
მე არ გამიგია. მასე რომ იყოს, ინგლისურ ვიკიში ეწერებოდა.--ოთარი () 12:41, 16 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი
ვნახოთ, მე ყური მოვკარი, რომ რუსეთი გარიცხესო და... დავუცადოთ ინგლისურ ვიკის მაშინ :) DatoDeutschlandAntwort 12:56, 16 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი
სამწუხაროდ რუსეთის გარიცხვა მასე ადვილად არ ხდება.--ოთარი () 13:13, 16 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

ასეთი შეკითხვა მაქვს სქოლიოსთან დაკავშირებით. თუ ქართული ინფორმაცია არ არის რამდენად საჭიროა სქოლიო? ამას მომხმარებელი ინგლ. ვიკიში ისედაც ხომ წაიკითხავს. ცანგალა () 22:05, 8 სექტემბერი 2008 (UTC)პასუხი

სქოლიო დამატებითი ინფორმაციისთვის არ არის მოყვანილი. სქოლიოს დანიშნულება ტექსტში მოყვანილი ფაქტების გადამოწმებადობის უზრუნველყოფაა. - ალ-ო      @ 01:36, 9 სექტემბერი 2008 (UTC)პასუხი

რაც დაწერე მესმის. მაგრამ როდესაც გადავხედე გერმანულს ან რუსულს (ყველა არ შემიმოწმებია) ისინი ძირითადად აკეთებენ სქოლიოს გერმანულ ან რუსულ ენებზე არსებულ გადამოწმებად ინფომაციას. მე მაინტერესებს, თუ რამდენად არის საჭირო ინგლ. ენაზე სქოლიოს გაკეთება - ამას ინგლ. ვიკიპედიაში ხომ გაეცნობა მომხმარებელი (ინგლ.-ის ენის მცოდნე აუცილებლად გადავა ინგლ. ენოვან ვიკიპედიაში). ჩემი აზრით ასეთი სქოლიოს მითითებებით ტექსტი არ მდიდრდება. პირიქით, მომხმარებელი, რომელმაც უცხო ენა არ იცის და რანდენჯერმე გადავა სხვა ენოვან ინფორმაციაზე - ბოლოს დაასკვნის ეს სტატია არაფრის მთქმელია რადგან მან ვერ შეძლო სქოლიოში მითითებული გვერდების გაგება. სხვა სტატიებშიც მაქვს შენიშნული. შეიძლება ვცდები. --ცანგალა () 20:25, 9 სექტემბერი 2008 (UTC)პასუხი

იმ მომხმარებელს, რომელმაც ქართულის მეტი სხვა ენა არ იცის, ისღა დარჩენია, რომ სიტყვაზე დაგვიჯეროს. სხვაენოვანი წყაროების მითითება სქოლიოში მიღებული პრაქტიკაა აკადემიურ და სამეცნიერო ნაშრომებში. ზოგიერთ მტკიცებებისთვის ფაქტების წყაროების მითითება აუცილებელია რა ენაზეც უნდა იყოს. მე როგორც მკითხველს არც სურვილი მაქვს და არც დრო, რომ სხვაენოვანი სტატიის ტექსტში დავიწყო ძიება აქ მოყვანილი რომელიმე ფაქტის და შემდეგ მისი სქოლიოს გარკვევა. მითუმეტეს, რომ ზოგიერთი სტატია აქ ვიკიპედიიდან არ არის პირდაპირ გადმოტანილი. მე, მაგალითად, ზოგიერთი ფაქტი ნიუ-იორკ ტაიმზიდან მაქვს შემოტანილი და ამ წყაროს მითითება აუცილებლად მიმაჩნია, სხვისთვის თუ არა ჩემთვის მაინც (თუ ვინიცობაა ამ თემებს ჩემს გარდა არავინ კითხულობს), რომ ის წყარო არ დამეკარგოს. - ალ-ო      @ 01:39, 10 სექტემბერი 2008 (UTC)პასუხი

{{country|flagcountry|Italy}} რატომ არის პაპუა ახალი გვინეა?--    19:27, 23 აგვისტო 2009 (UTC)პასუხი

„ძველი სახელწოდება (G6) ან დიდი ექვსიანი) არის საერთაშორისო ფორუმი კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, რუსეთის... მაგრამ იგი გარიცხული იყო დიდი რვიანიდან რადგანაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა შეტევა განახორციელა საქართველოზე რაც ყოვლად მიუღებელი იყო... “ ეს მართებულია? გიორგი   16:10, 23 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

შესავალი

რედაქტირება

ეს რა არის? სასწრაფოდ ამოსაშლელია შესავალი, რა ენაზე წერია?! — Mikheil მიწერა 22:18, 24 მარტი 2014 (UTC)პასუხი

G8 და G7 გავმიჯნოთ?

რედაქტირება

ეს ორი სტატია ინგლისურში ცალცალკეა და ჩევნც ხო არ გაგვემიჯნა? Surprizi (განხილვა/წვლილი) 15:04, 26 მაისი 2024 (UTC)პასუხი

გვერდ „დიდი რვიანი“-ზე დაბრუნება.