განხილვა:დიდება (ჰიმნი)

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Dawid Deutschland

ოფიციალური ტრანსლიტერაცია და ISO ნორმა - ეს იმათ, ვინც ქართულ ასოებს ვერ კითხულობს... ქართულ ვიკიპედიაში ამის საჭიროება არის? DatoDeutschlandAntwort 11:26, 13 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

რას ერჩი რო? ვიკიპედია ენციკლოპედია, და თუ ვინმე ამ ტრანსლაციებს ეძებს, რატომ უნდა მოუწიოს უცხო სტატიებზე გადასვლა? ანუ ეს კონკრეტული ინფორმაციაც საჭიროა :) -- მერო     11:36, 13 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

მგონი ასე ჯობია, ერთ ცხრილში იყოს სამივე... DatoDeutschlandAntwort 12:17, 13 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი
ამ ჰიმნს ერქვა "დიდება" და არა "დიდება ზეცით კუთხეულს", გთხოვთ გააკეთოთ გადატანა. --Rastrelli F 19:20, 13 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი
უბრალოდ სხვა ენებზე ასე ერქვა და იმიტომ დავარქვი... მეც "დიდება" ვიცი... DatoDeutschlandAntwort 19:29, 13 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

სხვებსაც მივხედავთ ;) გმადლობ R 19:42, 13 აგვისტო 2008 (UTC)

მგონი აქ ინფოდაფა ჯერ არაა საჭირო (არც ნოტები არის, არც მუსიკალური ნაწყვეტი) თან მცირე ინფორმაციის შემთხვევაში, თარგი ტექსტს გადაკვეთს, რაც ცუდად ჩანს. -- მერო     08:57, 14 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

კარგი, ამოვიღებ. DatoDeutschlandAntwort 08:58, 14 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

ყველა ენაზე (ინტერვიკები) სახელად წერია „დიდება ზეცით კურთხეულს“. ასეთი კითხვა დამებადა, იქნებ ოფიციალური სახელი მართლაც „დიდება ზეცით კურთხეულს“, და შემოკლებული სახელია „დიდება“. რაიმე ზუსტი წყარო გვაქვს? თან ამ წყაროსთან დაყრდნობით, მაშინ სხვა ენებშიც უნდა შევცვალოთ სათაური :) -- მერო     11:58, 14 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

მე რაც ისტორიის სახელმძღვანელო მაქვს, ყველგან ასეა "დიდება". რა საკვირველია უფრო დამაჯერებელი წყაროა საჭირო, რასაც აუცილებლად მოვიძიებ. აი ერთ–ერთი : დიდება (ნოტი): ქართული ეროვნული ჰიმნი : განმარტივებული სახალხო გამოცემა ქალ-ვაჟთა გუნდისათვის (შეიძლება ფორტეპიანოზედაც დაიკრას) / სიტყვ. და მუზიკა კოტე ფოცხვერაშვილისა - ქუთაისი : ავტ. გამოც. N1, 1918. ამაზე ინტერნეტში (ოფიციალურ გვერდებზე) თიქმის არაფერია და ამიტომაც არის პირველი სტროფის მიხედვით დასათაურებული ყველგან.Rastrelli F 12:18, 14 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი


საინტერესო ცნობებში რომ ვახსენოთ პრეზიდენტ სააკაშვილის დამოკიდებლება ამ ჰიმნზე, რა აზრის ხართ? ვგულისხმობ აზრს „დიდებასა“ და „დოიჩლანდლიდის“ მსგავსებისა, ეს გერმანელებს უწერიათ. Rastrelli F 08:13, 5 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

კი, ეს ამბები მეც მახსოვს, მაგრამ ინტერნეტში ვერაფერი ვერ ვიპოვე წყაროს სახით, გეგონება ვიღაცამ გააქროო :) მარტო ფორუმებზეა შემორჩენილი :(. R 17:52, 5 დეკემბერი 2008 (UTC)
გერმანულ ვიკიპედიასაც არ აქვს წყარო, მაგრამ უწერიათ. ყველამ იცის რომ ნამდვილად ასე იყო და მგონი წყაროს გარეშეც შეგვიძლია დავწეროთ. —დათო 18:43, 5 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

...............................

სახელმწიფო ჰიმნი და დიდება მე ვთარგმნე თავის დროზე გერმანულად. ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციების წერას მთელი ღამე მოვანდომე მაშინ. თუ ტრანსლიტერაციის გადმოტანა გინდოდათ რუსულის გადმოტანას საერთაშორისო გადმოგეტანათ გერმანული ვიკიდან. რუსული ტრანსლიტერაცია აქ რა შუაში იყო, ვერ გამიგია? რუსულს თუ დაწერდით, მაშინ სპარსულიც დაგეწერათ, სომხურიც, არაბულიც და ა.შ. ბარემ. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 15:39, 3 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

მართალია. გასწორდა. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ აქ ერთ საქმეს ვაკეთებთ ყველანი — ასე რომ, მეორე პირში საუბარი აქ, ცოტა არ იყოს, გაუმართლებელია :). ყველას შეგვიძლია შევასწოროთ შეცდომები. — დავით პასუხი 15:52, 3 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

გეთანხმები, დათო, მაგრამ ISOლდამ რა დააშავა ?

გვერდ „დიდება (ჰიმნი)“-ზე დაბრუნება.