განხილვა:დარეჯან ხარშილაძე
რატომაა წასაშლელი? ეს ქალბატონი ნამდვილად მსახიობია და ვფიქრობ ინფორმაციაც სანდოა. მთავარია ვიკიპედიის წესებს მოვარგოთ და წყაროები მივუთითოთ. ამჟამად მე არ მცალია. მოგვიანებით მივხედავ.გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 21:33, 8 იანვარი 2019 (UTC)
- არც მე. უვარგისი სტატია კი უნდა წაიშალოს. ან მომხმარებელს ასწავლე. მომხმარებელს, რომლებსაც ეზარებათ წესების წაკითხვა. ცანგალა 21:50, 8 იანვარი 2019 (UTC)
- და როდემდე იყოს ასე? თუ თარგს უსვავ — მიხედე, თუ არადა უნდა წაიშალოს. მართლაც უვარგისი სტატიაა. გიო ოქრო 22:21, 8 იანვარი 2019 (UTC)
- თუ თარგ "მოიცადეს" ვუსვამ ე.ი. იმ მომენტში არ მცალია და მასე თუ ყველაფერი ვშალეთ რა გამოვა? ვის გაუჩნდება აქ წერის სურვილი? წასაშლელი უნდა წაიშალოს, ცხადია, მაგრამ ამ სტატიაში არაა არაფერი მასეთი უვარგისი, როგორც თქვენ აღნიშნავთ და ვიდრე თარგ "წასაშლელს" ჩავსვამდეთ თავად უნდა მივხედოთ სტატიას, კარგად დავფიქრდეთ შეიძლება მისი დატოვება თუ წაშლა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 06:47, 9 იანვარი 2019 (UTC)
- და როდემდე იყოს ასე? თუ თარგს უსვავ — მიხედე, თუ არადა უნდა წაიშალოს. მართლაც უვარგისი სტატიაა. გიო ოქრო 22:21, 8 იანვარი 2019 (UTC)
იცი რა? ყველას არ აქვს ნებისმიერ თემაზე მუშაობის სურვილი. თუ თარგს უსვავ მიხედე. და თარგი მოიცადე იმ მომენტში არ „მცალია“-სთვის არ ისმევა თუ იცი. მაგ შემთხვევაში „მუშავდება“ უნდა ჩაგესვა (ისე ცნობისათვის). ასე რომ რომელი სტატიის მიხედვასაც შევძლებ, მივხედავ, რომლისაც ვერა წასაშლელს ჩავუსვავ. ეგ თარგი რომ არ ჩამესვა მასე იქნებოდა ერთი-ორი დღე და მერე ადმინები წაშლიდნენ. ჩემი სტატიაც წაუშლიათ მასეთ მდგომარეობაში (სულ პირველი სტატია, მაგრამ ამას ათასი თავით ჯობდა), მარა წივილ-კივილი არ ამიტეხავს. გიო ოქრო 08:00, 9 იანვარი 2019 (UTC)
- თუ შეიძლება კორექტულად წერე და "წივილ-კივილი" და მსგავსი ტერმინები სხვაგან გამოიყენე. "რომელი სტატიის მიხედვასაც შევძლებ, მივხედავ, რომლისაც ვერა წასაშლელს ჩავუსვავ" - ეს არაა სწორი მიდგომა. თუ ვერ მიხედავ სტატიას არც ისაა აუცილებელი ყოველ მეორეს "წასაშლელი" ჩაუსვა. სხვას დააცადე და ვისაც ამ თემაზე "მუშაობის სურვილი" აქვს ის მიხედავს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 08:07, 9 იანვარი 2019 (UTC)
- მაგ ლოგიკას რო მივდევდი ბევრი სტატია დაგროვდა და კვირების მერე მომიწია წასაშლელის ჩასმა. ვინც მიხედავს მიხედოს. კვირების მანძილზე ვერ დაველოდები. ისედაც არ გვაკლია ნაგავი. გიო ოქრო 08:16, 9 იანვარი 2019 (UTC)