განხილვა:დაე ასე იყოს

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Dawid Deutschland

არის სტატია Let It Be შესარწყმელია. --Zolokin განხილვაწვლილი 12:22, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

აჰა, ბოდიში ეს ფილმი ყოფილა და ის ალბომი, მაგრამ ჩემი დაბნეულობა ბუნებრივია.--Zolokin განხილვაწვლილი 12:26, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

მაშინ ხომ არ აჯობებს ასეთი ვარიენტები:
  1. Let It Be (ფილმი), Let It Be (ალბომი)

ან

  1. დაე ასე იყოს (ფილმი), დაე ასე იყოს (ალბომი)

წინასწარ ბოდიშს ვიხდი თუ სადმე იყო უკვე ეს განხილული, მაგრამ, რადგან ორივე სტატიის გახილვის გვერდები ცარიელი იყო, ვიფიქრე რომ არ ყოფილა.--Zolokin განხილვაწვლილი 12:31, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

არ ყოფილა განხილვა. საქმე იმაშია, რომ ფილმის სახელებს, როგორც წესი, ვთარგმნით. ხოლო მუსიკისას ვტოვებთ ორიგინალში, თითქმის ყოველთვის. ამიტომ, მე ახლანდელი სატაურები მიმაჩნია სწორად. — დათო პასუხი 12:43, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

იქნებ ამიხსნათ, რატომ ’მათს უკანასკნელ ცოცხალ გამოსვლად’? და კიდევ ის, რას ერჩით ალბომს? ალბომი მასეთი სახელწოდებით მხოლოდ ერთი არსებობს და არის სიმღერა Let it be (რომელიც იქნება Let It Be (სიმღერა)). — The Pink Floyd განხილვაწვლილი 13:34, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

მე პირადად არავითარი პრეტენზია არ მაქვს, იყოს ისე, როგორც არის, მითუმეტეს, თუ ამაზე (ფილმი – თარგმანი, მუსიკა – ორიგინალი) შეთანხმება უკვე არის.--Zolokin განხილვაწვლილი 15:11, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
დაე ასე იყოს.--Zolokin განხილვაწვლილი 17:14, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
მათ უკანასკნელ ცოცხალ გამოსვლად. ს არის ბრუნვის ნიშანი და საჭიროა, რადგან ცოცხალი გამოსვლა გრამატიკულად არის მათი კუთვნილება. იბრუნვის ასე: მათი გამოსვლა, მათმა გამოსვლამ, მათს გამოსვლას, მათი გამოსვლის, მათი გამოსვლით, მათს გამოსვლად. რომ იყოს, მაგალითად მათ გვერდით, აქ ს აღარ უნდა, რადგან გვერდით არაა მათი კუთვნილება :)). იმედია გასაგებად ავხსენი, როგორც შევძელი :)). იგივე წესი ეხება ამგვარ სიტყვებს: ჩემ (მაგიერ) – ჩემს (სახლს), შენ (მაგიერ) – შენს (სახლს), ჩვენ (მაგიერ) – ჩვენს (სახლს), თქვენ – თქვენს. — დათო პასუხი 17:25, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
ვიკიპედიისთვის უსარგებლო, მაგრამ საინტერესო ცნობა: სწორია ჩემი აზრით და არა ჩემის აზრით :)) ყველაზე გავრცელებული შეცდომა ქართულ მართლწერაში :) — დათო პასუხი 17:31, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ამ გრამატიკული ნორმის ნათელი დამადასტურებელი წყაროები - და მე ამაზე საუბარს დავასრულებ. — The Pink Floyd განხილვაწვლილი 18:11, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

დათო მართალი ხარ. ისე კარგი იქნება სადმე თუ წავა ქართული ენის მართლწერაში არსებულ შეცდომებზე განხილვა. ახლა ვწერ და მრავალი შეცდომითი ფორმა მახსენდება, რომლებიც სამწუხაროდ ასე ხშირად არის გავრცელებული :).— ნიკა () 18:25, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

წყარო არ მაქვს... თუ არ მენდობით, "გაასწორეთ" მაშინ :)... — დათო პასუხი 18:56, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
დათო, ბოდიში რომ ჩავერიე, მაგრამ არ არის სწორი "მათ გამოსვლად", სწორია "მათ გამოსვლად". მათ არის მიცემით ბრუნვაში, მაგრამ აქ გვაქვს ნათესაობითი ბრუნვა, ნაცვალსახელის მაგივრად ჩავსვათ საკუთარი სახელი და ნათელი გახდება: "რაც შეიძლება ჩაითვალოს ბითლების უკანასკნელ ცოცხალ გამოსვლად" და არა "რაც შეიძლება ჩაითვალოს ბითლებს უკანასკნელ ცოცხალ გამოსვლად". აკ. შანიძის ქართული ენის გრამატიკაში არის ნაცვალსახელთა ბრუნვის წესი. დაერთვება მხოლოდ კუთვნილებით ნაცვალსახელებს მიცემითსა და ვითარებითში : ჩემ-ს (შენ-ს, ჩვენ-ს, თქვენ-ს, მათ-ს) მეგობარ-ს, მაგრამ არა ნათესაობითში.--Zolokin განხილვაწვლილი 19:16, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
არა. ეს არის არა ჩვენებითი ნაცვალსახელი, არამედ კუთვნილებითი, რომლის ფარდი სახელიც ყოველთვის ნათესაობითში დგას. ამიტომ, ეს არგუმენტი, რომ ნათესაობითია და არა მიცემითი, სწორი არაა. შევუფარდოთ თითოეულს არს. სახელი: მათი გამოსვლა – ბითლების გამოსვლა, მათმა გამოსვლამ – ბითლები გამოსვლამ, მათს გამოსვლას – ბითლების გამოსვლას, მათი გამოსვლის – ბითლების გამოსვლის, მათი გამოსვლით – ბითლების გამოსვლით, მათს გამოსვლად – ბითლების გამოსვლად. აქედან ჩანს, რომ მათი, მათმა, მათს, მათი... – ყველა ნათესაობითია. ესაა კუთვნილებითი ნაცვალსახელის დამახასიათებელი. იგი იღებს არა იმ ბრუნვის დაბოლოებას, რომელშიც თავად დგას, არამედ იმ სიტყვას ეწყობა ფორმაში, რომელსაც საზღვრავს (გამოსვლა). ვისაც გაქვთ, აკაკი შანიძის წიგნში იქვე იქნება კუთვნილებითი ნაცვალსახელის ბრუნების წესებიც. — დათო პასუხი 04:34, 20 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

დათო, ახლა ველაპარაკე ავანდილ არაბულს, ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს, რომელსაც სრულად წავუკითხე წინადადება. მისი განმარტებით არ არის საჭირო, რადგან ეს მოძველებული ფორმაა რომ შანიძე, როცა ბრუნვისას ამ ს–ს უწერდა, იქვე აღნიშნავდა, რომ ეს დასაშვებია, მაგრამ არა სავალდებულო. მისი განმარტებით, –იანი დაწერილობა მოძველებულია და რომ კუთვნილებითი ნაცვალსახელი უნდა იბრუნოს მსაზღვრელ–საზღვრულის მსგავსად. არ ვწერთ "პეტრე ითვლება კეთილს მეზობლად", არამედ "პეტრე ითვლება კეთილ მეზობლად". ა. არაბულის ავტორიტეტში, რაც შეეხება ქართული ენის საკითხებს, ეჭვის შეტანა, ცოტა არ იყოს, რთული საქმეა.--Zolokin განხილვაწვლილი 15:44, 20 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

გასაგებია... თუმცა, უცნაურია, რატომ მოითხოვენ ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენის გამოცდაზე ამ ნორმას ამ ფორმით? ერთიან ეროვნულ გამოცდებში სწორედ ––ს გარეშე დაწერა ითვლება შეცდომად. როგორც ჩანს, ჩვენი ენათმეცნიერები ორმაგი ნორმებით თამაშობენ და თვითონაც არ იციან რა არის სწორი... თუმცა ასეა მიღებული ეროვნული გამოცდების პროგრამაში, ისევე როგორც სასკოლო პროგრამაში, მაგრამ რადგან ა. არაბული ასე ფიქრობს, შეასწორეთ... მე გაკვირვებული ვარ... — დათო პასუხი 17:54, 20 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
გვერდ „დაე ასე იყოს“-ზე დაბრუნება.