განხილვა:გოდოგანი (მარტვილის მუნიციპალიტეტი)

ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Surprizi

მომხმარებელმა შეიტანა ცვლილება, რომ სოფელი მდინარის მეორე ნაპირზე მდებარეობს. ამ რუკას თუ დავუჯერებთ, ეს მდინარე საერთოდ არ ჩაივლია სოფლის ახლოს. სოფელში გადის ამ მდინარის შენაკადი შებე, რომლის მარჯვენა ნაპირზეც სოფელია გაშენებული. გიო ოქრო 12:47, 21 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

ამ რუკაზე ჩანს კარგად. სწორად წერია სტატიაში. გიო ოქრო 12:51, 21 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
ქსე-ში ალბათ შეცდომაა. გიო ოქრო 13:05, 21 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
ხანდახან ეშლებათ ის თუ რითი უნდა იხელმძღვანელონ მდინარის ნაპირის აღჩევისას. წესით მდინარის პირქვე უნდა იყურო და ისე გამოხვიდე. ზოგი შეცდომით საწინააღმდეგო წესით ხელმძღვანელობს. სავარაუდოდ აღნიშნულთან გვაქვს საქმე. აბა ამ რუკაზე ნახე--Surprizi განხილვაწვლილი 13:09, 21 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
უი, რა კარგი რუკაა. კარგად ჩანს ყველაფერი. სოფელი ოჩხამურის მარცხენა და შებეს მარჯვენა ნაპირზეა. როგორც ვიცი მდინარის მიმართულების მხრიდან იზომება, ანუ სახით იქით უნდა დავდგეთ საითაც მიედინება და მასე განვსაზღვროთ („მუშურ-გლეხურ“ ენაზე):))) გიო ოქრო 13:13, 21 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
კი მარხზენა ნაპირია. სახელწოდებები არ ვიცი რამდენას წორადაა დაწერილი მაგრამ რაღაც რაღაცეებში გამოდგება. ეს კომპანია ერტერთი ძლიერი კარტოგრაფიული მაღაზიაა საქართველოში. ისე გეოგრაფიულ სახელებთან დაკავშირებით ორი წიგნის (ქსე-ს და ქე-ს გამოცემებს) პედეეფ ვერსიას გავაზიარებ მალე რომ ვიკიპედიელებისათვის გადასამოწმებლად სამაგიდო წიგნი იყოს.--Surprizi განხილვაწვლილი 13:17, 21 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
რა კარგია. სამომავლოდ pdf ფაილები ქართულ ვიკიწყაროში გამოდგება. გიო ოქრო 13:18, 21 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
ანუ ეს ერთგვარი ტოპ-20 ენციკლოპედიები უნდა იყოს ნორმულურად დასკანირებული, რომ ვიკიპედიელის მუშაობა უფრო ეფექტური იყოს. ალბათ ესეთი ლიტერატორა თავისი ასაკიდან გამომდინარე აქ ვერ აიტვირთება, მაგრამ გვექნება რაღაცა შიდა არქივი რომლითაც ვიხელმძრვაენელებთ დავუშვათ როცა სახლში არ ვიქნებით და ფიზიკური წვდომა არ გვექნება უშუალოდ წიგნებთან.--Surprizi განხილვაწვლილი 13:37, 21 იანვარი 2019 (UTC)პასუხი
გვერდ „გოდოგანი (მარტვილის მუნიციპალიტეტი)“-ზე დაბრუნება.