განხილვა:ბრიტანეთის სინგლების ჩარტი

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Dixtosa

ხომ არ გადაგვეტანა ქართულ შესატყვისზე? ბრიტანეთის სინგლების ჩარტი მიმაჩნია ოპტიმალურად, თან უკვე მრავალ სტატიაშია გამოყენებული ასე (თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამის გამო უნდა გადავიტანოთ). მართალია, მთლად ზუსტი არაა, მაგრამ 'გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტი' ზედმეტად გრძელი მგონია.—G.G. 06:18, 25 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ბრიტანული სინგლების ჩარტი, სინგლების ბრიტანული ჩარტი - ესენი არასწორი იქნებოდა და შენი ვარიანტი უფრო სწორია. — BH განხილვაწვლილი 08:17, 25 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

კარგი. მაშინ გადავიტან, ჩემსა და შენს გარდა მუსიკის საკითხებით მაინც არავინ ინტერესდება ხოლმე (იშვიათი გამონაკლისების გარდა). არსებულიდან გადამისამართებას დავტოვებ.—G.G. 08:39, 25 აპრილი 2011 (UTC)პასუხი
და კიდევ ერთი წინ გადაგმული ნაბიჯი ქართულში არასაჭირო სიტყვების დამკვიდრებაში. მაგას ისევ პირდაპირი ნათარგმნი(ცხრილი) სჯობს.— დიქსტოსა განხილვაწვლილი 14:08, 25 აპრილი 2011 (UTC)პასუხი
ვერ გავიგე, სიტყვა „ჩარტია“ პრობლემა?—G.G. 16:54, 25 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ჩარტთან დაკავშირებით ოდნავ სხვა სიტუაციაა. მაგ სიტყვა უკვე დიდი ხანია დამკვიდრებულია. არა მხოლოდ ქართულში, არამედ ბევრ არაინგლისურენოვან ქვეყანაშიც. როგორც ვხედავთ, არის გარკვეული პრობლემები. მაგალითად, თავისუფლად ვიყენებთ ’ჩარტს’, მაგრამ სიტყვა ’ტრეკი’ ყურს ჭრის.

სიტყვა ’ჩარტის’ გამოყენება გუშინ არ დაგვიწყია. უკვე დიდი ხანია, გამოიყენება მუსიკასთან დაკავშირებულ სტატიებში. ამიტომ, ჯერ-ჯერობით იყოს ასე, როდესაც სერიოზულად მივხედავთ მუსიკის სტატიებს, მაშინ ვიმსჯელოთ და მივიყვანოთ ბოლომდე. — BH განხილვაწვლილი 17:00, 25 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

აჰა.— დიქსტოსა განხილვაწვლილი 17:04, 25 აპრილი 2011 (UTC)პასუხი
დამკვიდრებული რომაა და მაგიტომ ვიყენებთ, გეთანხმები, მაგრამ რას გულისხმობ ამ სიტყვებში: „ჯერ-ჯერობით იყოს ასე, როდესაც სერიოზულად მივხედავთ მუსიკის სტატიებს, მაშინ ვიმსჯელოთ და მივიყვანოთ ბოლომდე“? ანუ უშვებ, რომ შესაძლოა, სტატიის სათაური ასე გამოიყურებოდეს: ბრიტანეთის სინგლების ცხრილი? უნდა ავირჩიოთ ერთ-ერთი, და ახლავე. პ.ს. როცა შევქმენი სტატია სახელწოდებით ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები, სიტყვა „ტრეკთან“ დაკავშირებით დღემდე არ გამოთქმულა პრეტენზია.—G.G. 17:14, 25 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

არ ვუშვებ. უბრალოდ ვვარაუდობ, რომ სერიოზულ განხილვას შემდგომში დაექვემდებარება. როდესაც დრო მოვა.

ტრეკებს რაც შეეხება, ეგ ცალკე განსახილველი საკითხია. თუმცა, მე ვთქვი, რომ ’ჭრის’, მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ პირადად ეს სიტყვა არ მაღიზიანებს. რუსებს აქვთ ’Дорожка' - იდეალური შესატყვისია, მაგრამ ჩვენთან ’ბილიკს’ ვერ იტყვი. — BH განხილვაწვლილი 17:35, 25 აპრილი 2011 (UTC)პასუხი


Дорожка რატომ არის იდეალური? იმიტომ რომ შეეჩვიე. ხოდა აქაც შეჩვევის ამბავია რა. ცხრილასაც ისე კარგად შეეჩვევით არ იცით ჯერ ხდ.— დიქსტოსა განხილვაწვლილი 09:17, 27 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

გვერდ „ბრიტანეთის სინგლების ჩარტი“-ზე დაბრუნება.