განხილვა:ბანკ-დიუ-ჟეზერი
@GiorgiXIII: ამ სტატიას უნდა ერქვას: ბანკ-დიუ-ჟეზერი. - OTOGI Messages 18:32, 20 ივლისი 2015 (UTC)
თანახმა ვარ, ოღონდ ბანკ-დუ-ჟეზერი ხომ არ იქნებოდა უფრო სწორი. აქვე გეტყვი, რომ რატომაა რეიუნიონი აფრიკაში ქვეყნების და ტერიტორიების სიაში ნაწილობრივ აფრიკაში ჩამონათვალში შეყვანილი და არა დამოკიდებული ტერიტორიების ჩამონათვალში. GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:09, 20 ივლისი 2015 (UTC)
- u ამ შემთხვევაში იუ-თი უნდა წავიკითხოთ, მაგ., დიუნკერკი (Dunkerque), მიულუზი (Mulhouse). რეიუნიონი საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტია. ასეთი სტატუსი აქვს მას. - OTOGI Messages 19:29, 20 ივლისი 2015 (UTC)
მართალია ფრანგული u ქართულად არის იუ, მაგრამ ნაწილობრივი არტიკლი Du ხომ არ ჯობდა მეთქი წაგვეკითხა როგორც დუ და არა დიუ. თუმცა ეხლა რასაც ვამბობ ეს ჩემი მოსაზრებაა და არა მტკიცება. არც დიუ არ დააქცევს ქვეყანას.
კი, მაგრამ იმავე ჩამონათვალში დამოკიდებულ ტერიტორიებში შედიან ეპარსე (სტატია გასწორდა და მას დაერქვა ნამდვილი სახელი ეპარსეს კუნძულები (თუმცა ჯობდა რქმეოდა მიმოფანტული კუნძულები), მაგრამ დამოკიდებული ტერიტორიების ჩამონათვალში ისევ ეპარსეს კუნძული (ბუნებრივია წითლად) სწერია) და მაიოტა, რომელიც ასევე საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტია. სხვათა შორის ესპანეთის სეუტა და მელილიაც (ანუ ე. წ. ესპანეთის სუვერენული ტერიტორიები) დამოკიდებული ტერიტორიებია და არა რეიუნიონისავით ნაწილობრივ აფრიკაში. GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:59, 20 ივლისი 2015 (UTC)
- ჰო, შეგიძლია გადახედო დიდ ვიკიპედიებს და იმის მიხედვით გააკეთო ჩამონათვალი. - OTOGI Messages 20:12, 20 ივლისი 2015 (UTC)
ეს დიდი რას ნიშნავს და ქართული ვისზე ნაკლებია, ან რატომაა პატარა. ელემენტარული ლოგიკაა: მაიოტაც და რეიუნიონიც საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტებია. შესაბამისად ან ორივე დამოკიდებული ტერიტორიაა, ან ორივე ნაწილობრივაა აფრიკაში. იგივეა ესპანეთის სეუტა და მელილია (ანუ ე. წ. ესპანეთის სუვერენული ტერიტორიები). პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებს ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი ტერიტორიები ჩვეულებრივი დამოკიდებული ტერიტორიებია, გინდა საფრანგეთის, გინდა ესპანეთის და ვისიც გინდა კიდევ იმისი. GiorgiXIII განხილვაწვლილი 20:28, 20 ივლისი 2015 (UTC)
- იმას ნიშნავს, რომ იქ 4-5 კაცი კი არ მუშაობს, როგორც ქართულ ვიკიპედიაში, არამედ მილიონობით ადამიანი. ამას ვგულისხმობ დიდსა და პატარაში. რედაქტირებას არავინ არ კრძალავს, შეგიძლია ჩაასწორო. - OTOGI Messages 20:35, 20 ივლისი 2015 (UTC)
მაქსიმუმ 5 წუთია გადავხედე ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ვიკიპედიაში აფრიკის ქვეყნებს. ბუნებრივია ყველა ქვეყნის ბოლოს ჩამოწერილია ყველა აფრიკის ქვეყნის და ტერიტორიის ჩამონათვალი. ყველგან მაიოტა და რეიუნიონი ერთ ბალახს ძოვენ. ეს ესეც უნდა იყოს რადგანაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ორთავეს ზუსტად ერთი და იგივე სტატუსი აქვთ: საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი. დარწმუნებული ვარ ასე იქნება ნებისმიერ თუ არა, უმრავლეს ენებში. მაგალითად საქართველოში რა იურიდიული განსხვავებაა ყვარლის რაიონსა და წალენჯიხის რაიონს შორის. იგივეა მაიოტასა და რეიუნიონს შორის. ეპარსეს კუნძული რატომღა წერია და არა ეპარსეს კუნძულები, ესეც დიდი ვიკიპედიის ბრალია? GiorgiXIII განხილვაწვლილი 21:13, 20 ივლისი 2015 (UTC)
არავისზე ნაკლები ის 4-5 კაცი არ არის! GiorgiXIII განხილვაწვლილი 21:56, 20 ივლისი 2015 (UTC)