განხილვა:ბაგრატ შინქუბა
აფხაზური ენის ფონეტიკა ბევრად მდიდარია ქართულზე. ჩემის აზრით, ამ ენამ (სწორედ ამ მიზეზის გამო) ბოლომდე ვერ მოირგო ვერცერთი ანბანი. მაგ.; ასო–ნიშან "К"–ს მძიმე დღე ადგას აქ. სხვადასხვა დიაკრიტიკული გაფორმებითა და ასოთშეთანხმებით მან შეიძლება გამოხატოს სამი ქართული ბგერის "კ"–ს, "ქ"–სა და "ყ"–ს სრულიად გასხვავებული ფონეტიკური ვარიაციები (სილბო–სიმაგრის გრადაციის მიხედვით), ანუ ამ სამივე ბგერას ცალ–ცალკე აღებულს კიდევ სამ–სამი ფონეტიკური ჟღერადობა გააჩნია "კ"–ს, "ქ"–სა და "ყ"–ს შიგნით, რაც მთლიანობაში ცხრა ბგერას (შესაბამისად ცხრა ასო–ნიშანს) გვაძლევს.
დიდ ხანს რომ არ გავაგრძელო, Баграҭ Уасыл-иҧа Шьынқәба ქართულად დაახლოებით წარმოითქმის, როგორც ბაგრათ უასილ–იფა შინქუბა/შინქვბა. ჟღერადობის ზუსტი გადმოტანა, როგორც ვთქვი არ ხერხდება. შინკუბა რომ იყოს, მაშინ აფხაზურად Шьынқәба კი არ უნდა ეწეროს, არამედ Шьынкәба, ან რაღაც ამის მგავსი. სახელსა და პატრონიმს რაც შეეხება, დამკვიდრებული იყო ბაგრატი, მამის სახელს ასეც ამბობდნენ და ისეც, ანუ ვასილ–იფა, ან ვასილის–ძე. საინტერესოა რა წერია "ქსე"–ში. --pirtskhalava 13:50, 10 აპრილი 2008 (UTC)
- ქსე-ში „ბაგრატ ვასილის ძე შინქუბა“. - Island 14:23, 10 აპრილი 2008 (UTC)
????
რედაქტირება„უკანასკნელი წასულთაგან“? მე რატომღაც „უკანასკნელი უბიხი“ მახსოვს. — ჯაბა ლაბა 18:33, 23 მაისი 2011 (UTC)
- კი, უბიხია (ისე, მარტო მე შევამჩნიე, რომ ვიკიპედიამ დრო (თვე) აურია?--Melberg; 19:22, 27 მარტი 2013 (UTC)
- თვე არ ვიცი და აქ დავწერე ცვლილებების შესახებ, აშკარად რაღაც დროით უკან დაბრუნდა ჩემი კონფიგურაცია --შოთა [UT] 19:26, 27 მარტი 2013 (UTC)