განხილვა:ახალგორი
ვფიქრობ აქ სწორად არაა წითელი ბმული? უნდა იყოს ახალგორი, რადგან იურიდიულად ეს საქართველოს ტერიტორიაა და ასე უნდა ეწეროს.--Jaba1977 15:58, 26 მარტი 2009 (UTC)
ლენინგორის რაიონი ოსების კონტროლის ქვეშაა,სამხრეთ ოსეთში დე–ფაქტო რეჟიმია და საქართველოს იურისდიქცია იქ არ ვრცელდება.მგონი,ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაშიც ლენინგორი წერია,ეს საბჭოთა ენციკლოპედია კი ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს ადგენს. --Georgier 16:03, 26 მარტი 2009 (UTC)
გადაშალე ეგ შენი საბჭოთა ენციკლოპედია და ნახე ახალგორი. იქნებ იქ უფრო გასაგებად ეწეროს რამე. მე კი შენს ცვლილებას, როგორც ისტორიკოსი კატეგორიულად ვეწინააღმდეგები (ვგულისხმობ ახალგორს). დაველოდოთ სხვების აზრს და გახსოვდეს ეს მარტო ერთეულების აზრზე არაა დამოკიდებული. ეს საერთო საქმეა და ვფიქრობ ასე ჯიქურ სტატიის გადაკეთება არ შეიძლება.--Jaba1977 16:25, 26 მარტი 2009 (UTC)
ჯიქური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ცანგალას ეხერხება,მე–არა. ცანგალამ 100–ჯერ მომიწოდა დამეცვა ქართული სალიტერატურო ენის ნორმები,რომელსაც საბჭოთა ენციკლოპედია ადგენს.ანუ,ამ საბჭოური ენციკლოპედიით მე არ ვსარგებლობ. ერთპიროვნულად მხოლოდ ცანგალა უცვლის თემებს სახელებს,მე ეს არც შემიძლია. --Georgier 16:30, 26 მარტი 2009 (UTC)
შალვა მე ჯაბა ვარ და არა ცანგალა.--Jaba1977 16:32, 26 მარტი 2009 (UTC)
მესმის,მაშინ მოეშვას ვიკიპედიის ადმინისტრატორი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს,საბჭოურ ენციკლოპედოიაზე დაყრდნობას და ნუ ცდილობს დაიცვას ქართული სალიტერატურო ენის ნორმები საბჭოთა ენციკლოპედიით,თორემ სხვანაირად გაუგებრობა ხდება. --Georgier 16:36, 26 მარტი 2009 (UTC)
[1]--გიორგი , 16:44, 26 მარტი 2009 (UTC)
- --ცანგალა (გ) 00:05, 27 მარტი 2009 (UTC)
- სამწუხაროდ გიორგის მიერ მითითებული გვერდი არ იძებნება. ამიტომ დაგვიანებული პასუხი. ნეტავ ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაზე უკეთესი რამე გამოიცა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით? და თუ გამოიცა კვლავ მასზე დაყრდნობით, ხოლო ქართული სალიტერატურო ენის ნორმები აუცილებლად არის დასაცავი. -- ცანგალა 08:45, 19 იანვარი 2017 (UTC)