განხილვა:აღაიანის თემი
რამდენად სწორი იქნება ასეთი სახით თემებზე სტატიები შეიქმნას? — GIO→13 (გ) 11:24, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- მე პირადად მომხრე ვარ. რაც უფრო მეტი ამომწურავი ინფორმაცია იქნება ვიკიში მით უფრო კარგი. ჩემი აზრით, ასეთი სტატიები ვიკიში ზედმეტი არ იქნება--Otogi განხილვაწვლილი 11:28, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- გეთანხმები, მაგრამ ყურადღება გავამახვილოთ სიტყვა მდებარეობს-ზე, თემი ხომ ტერიტორიულო ორგანოა და ასე შეიძლება ეწეროს: მდებარეობს, ზღვისდონიდან, დაშორებულია... ? — GIO→13 (გ) 11:50, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
მდებარეობა უნდა იყოს, მაგრამ ზღვის დონე ნაკლებად ალბათ, რამეთუ თემი აერთიანებს სოფლებს, ხოლო მისი ნიშნული ზუსტად ვერ განისაზღვრება. მაგ., ერთი სოფელი ზ.დ. 200 მ, მეორე, 150 მ, მესამე 430 მ, და ა.შ. იგი ითქმის კმ- დაკავშირებით--Otogi განხილვაწვლილი 11:55, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- ვემხრობი ასეთი სტატიების არსებობას. ზღვის დონედ შეიძლება მივუთითოთ თვითონ თემის ცენტრის, მაგალითად ამ შემთვევაში აღაიანის სიმაღლე, ოღონდ სტატიაში უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს თემის ცენტრის სიმაღლეა. — მიხეილ (მომწერე) 12:04, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- მდებარეობაზეც მგონი იგივე პრობლემაა, მაგალითად, იგოეთი მდებარეობს მდინარე ლეხურის ნაპირებზე და შედის ოკმის თემში, ოკამს კი არანაირი შეხება არ აქვს მდინარე ლეხურასთან. :-? — GIO→13 (გ) 12:07, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
ხოდა მაშინ ეგ მდინარის ნაპირები (მარცხენა თუ მარჯვენა) მოვაშოროთ და ჩაvანაცვლოთ აუზი ? <მდებრეობს (...) მდინარის უზში--Otogi განხილვაწვლილი 12:11, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- და ახლა მგონი ვიპოვნე გამოსავალი, აბა ნახეთ სტატია? ჯობია მგონი. — GIO→13 (გ) 12:13, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
სხვაგანაც დავწერე და აქაც დავწერ: ასეთი სტატიები საშინელი შეცდომებია! ადმინისტრაციული ორგანოა ეს და ჩვენ ვამბობთ, რომ მასში ცხოვრობს ამდენი ადამიანი... ან კიდევ, მისი ფართობია ესა და ეს... შეიძლება, თბილისის საკრებულოს ჰყავდეს მოსახლეობა ან ფართობი ჰქონდეს? მოკლედ, არაა სწორი და მიაქციეთ ამას ყურადღება. — დავით პასუხი 10:56, 8 სექტემბერი 2011 (UTC)
- აბა ახლა გადახედეთ სტატიას, ასეთი ფორმით მისაღები უნდა იყოს. — GIO→13 (გ) 12:01, 8 სექტემბერი 2011 (UTC)
- და რა შეიცვალა, ვერ გავიგე :)). უბრალოდ სხვა სიტყვებით წერია: თემის საერთო მოსახლეობაა 3710 ადამიანი... არაა ეს სწორი. — დავით პასუხი 12:03, 8 სექტემბერი 2011 (UTC)