განხილვა:აფხაზეთის ადმინისტრაციული დაყოფა

ბოლო კომენტარი: 14 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Dato deutschland

კიედვ ერთი შენიშვნა აფხაზეთის თემაზე:

ეს სტატია მთლიანად აგებულია აფხაზეთის ტერორისტულ–სეპარატისტული რეჟიმის მონაცემებით!

– კერძოდ:

1) "აფხაზეთის რაიონები"–ს ჩამონათვალში ცალკეა მოცემული "ტყვარჩელის რაიონი" – დამისახელებს ამ სტატიის ავტორი, როდის ჩამოაყალიბა საქართველომ აფხაზეთის არ–ში რაიონი მსგავსი სახელწოდებით? წყარო, დოკუმენტი?!

2) "აფხაზეთის ქალაქები"–ში ჩამონათვალში ვკითხულობთ "ბიჭვინთა (ქალაქი 2007 წლიდან) – ვინ მიანიჭა საქართველოს აფხაზეთის არ–ის დაბა ბიჭვინთას ქალაქის სტატუსი ხსენებულ წელს? ირონიით, წყაროდ მითითებულია რუსული "lenta.ru" (!?).

3) "აფხაზეთის დაბები"–ში:

ა)როდის, ვისგან და რა ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე მიენიჭა სოფელ ბზიფი–ს დაბის სტატუსი? ბ)საქართველოს აფხაზეთის არ–ის დაბა ლესელიძეს როდის შეეცვალა სახელწოდება "გეჩრიფში"–თ? წყარო, დოკუმენტი? გ)დაბა განთიადის შესახებ განხილვაშიც დავწერე შესაბამის სტატიაში, რომელიც მანამდე "ცანდრიფში"–დ იყო სახელდებული, და სანახევროდ კი ჩაუსწორებიათ, თუმცა უცხოურ ენებზე იგივე დაბაზე არსებული სტატია დასათაურებულია "ცანდრიფში"–დ (შესაბამის ენაზე), რაზეც, მიმაჩნია, ქართულმა ვიკიპედიამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.

4) "ისტორიული რეგიონები": აბსოლუტურად "აფსარული"(აფსუური) დაყოფაა; მხოლოდ ნახსენებია აფხაზეთის აფსუური ტრადიციით ცნობილი რეგიონები, რომელთაც ეს სახელები ეწოდათ მოგიანებით, ხოლო არაფერია ნათქვამი აფხაზეთის საკუკთრივ ქართული, შესაბამისად უფრო ადრეული და ისტორიულ წყაროებში დადსტურებული შიდა მხარეების სახელწოდებათა შესახებ.


– დღეს არსებული სტატიის მონაცემები ხელშეუხები იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური საქართველო იურიდიულად აღიარებდა მასში მოცემულ ფაქტებს, დამკვიდრებულს სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის მიერ. ვინაიდან, საბედნიეროდ, ჯერ–ჯერობით მსგავსი რამ არ მომხდარა ქართული მხრიდან, ამგვარი შინაარსის სტატიის არსებობა ვიკიპედიაში, და მით უმეტეს ქართულში, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების უგულებელყოფაა. იმედია, ქართული ვიკიჯგუფი გაითვალისწინებს ამ მოკრძალებულ შენიშნვას და ასევე დაიცავს მის (ქართულ) ინტერესებს უცხოურ ვიკიგვერდებთან მიმართებაში.

ვფიქრობ ანონიმის მიერ დატოვებული ეს კომენტარი გასათვალისწინებელია. --ჯაბა ლაბაძე () 04:23, 12 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

რა თქმა უნდა! მხოლოდ ერთი ისაა გასათვალისწონებელი, რომ ჩვენ ნეიტრალურები ვართ. მე ეს სტატია ასე წარმომიდგენია: გაკეთდეს ორი ქვეთავი – აფხაზეთის არ–ის დაყოფა და აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დაყოფა. პირველში აღვნიშნოთ საქართველოს და სხვა დანარჩენი მსოფლიოს მიერ აღიარებული დაყოფა, ხოლო მეორეში სეპარატისტების მიერ გადასხვაფერებული. რა თქმა უნდა, ისტორიული რეგიონები ქართული სახელწოდებებითაც და აფხაზურითაც (ალბათ ორივე იყოს ჯობია) დავტოვოთ. და კიდევ, ისიც ჩავწეროთ, რომ ზოგიერთ დაბას სეპარატისტებმა ქალაქის სტატუსი მიანიჭეს, ზოგ სოფელს კი – დაბის. ამგვარად, მე ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტი იქნება და ნეიტრალურობასაც დავიცავთ. სხვები რას ფიქრობთ? — დათო პასუხი 07:17, 12 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

დათო სრულიად გეთანხმები. --ჯაბა ლაბაძე () 12:55, 12 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

- გამარჯობათ! მიმაჩნია, სრულებით არაა საჭირო აფხაზეთის დაყოფა აფხაზეთის არ–დ და აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკად და მათზე ცალკე სტატიის შექმნა. უბრალოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატიაშივე შეიძლება შევიდეს მონაცემები აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისმიერი ადმინისტრაციული დაყოფის შესახებ. რაც შეეხება ნეიტრალურობას, – გთხოვთ, განმარტოთ, ვის შორის გულისხმობთ ამ ნეიტრალური პოზიციის დაჭერას? საქართველოს კონსტიტუციითა და მსოფლიო საზოგადოებრიობისგან აღიარებულ ფაქტსა და მეორე მხრივ, რუსეთს, ე.წ. "სამხრეთ ოსეთს", ე.წ. "აფხაზეთის რესპუბლიკას", ვენესუელასა და ნიკარაგუას შორის? რამდენად ნეიტრალურობად მიგაჩნიათ მსგავსი ქცევა?

ეს არის ვიკიპედია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერზე უნდა დავწეროთ მიუკერძოებლად. ნაწერი ისეთი უნდა გამოვიდეს, რომ მისი წაკითხვისას ქართველსაცა და აფხაზსაც ერთნაირი რეაქცია ჰქონდეთ. ნაწერი არც ერთისკენ უნდა იხრებოდეს და არც მეორისკენ. ვიკიპედიის ნეიტრალიტეტი ამას გულისხმობს. ესეც რომ არ იყოს, მე მაგალითად, მაინტერესებს როგორ იყოფა აფხაზეთი სეპარატისტების მიერ. ამაზე ინფორმაცია აუცილებლად უნდა იყოს. — დათო პასუხი 05:44, 13 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი
გვერდ „აფხაზეთის ადმინისტრაციული დაყოფა“-ზე დაბრუნება.