განხილვა:ამბორის წესი რუსეთში
обряд უფრო ადათი არის ალბათ და არა წესი. - ალ-ო @ 09:47, 7 იანვარი 2009 (UTC)
კარგი. ადათი იყოს. ;)--გიორგი 09:50, 7 იანვარი 2009 (UTC)
- მხოლოდ ინფორმაციისთვის:обряд - წესი, წეს-ჩვეულება. რუსულ-ქართული ლექსიკონი, გვ. 400, თბ., 1993 ადათი - მამა-პაპითგან დამკვიდრებული ჩვეულება - ქეგლ, ტ. 1, გვ. 28, თბ., 1990 ადათ-წესები - ადათები და წესები, იქვე; წესი - 1. გარკვეული ქცევის ნორმა, რიგი, ჩვეულება; 2. ჩვეულებრივ მრ. წესები - გარკვეული ქვეცის ნორმათა ერთობლიობა, კრებული; 3. მეთოდი, ხერხი - ქეგლ, ტ. 2, გვ. 1214, თბ., 1990; წეს-ადათები - იგივეა, რაც ადათ-წესები - იქვე; წეს-ჩვეულება - წესი და ჩვეულება, იქვე; ჩვეულება 1. ამა თუ იმ წრეში (ან მთელ საზოგადოებაში) დამკვიდრებული წესი ქცევა-მოქმედებისა; 2. დროთა განმავლობაში შემუშავებული საქციელი, ჩვევა - ქეგლ, ტ. 2, გვ. 1155, თბ., 1990
შეკითხვა ამბორი (ძვ. და წიგნ.)-- იგივეა, რაც კოცნა (ქეგლ, ტ. 1, გვ. 47, თბ., 1990) ხომ არ არის უკეთესი?
ქალები რუსეთში საკმაოდ დახურულად ცხოვრობდნენ. დახურულად თუ ჩაკეტილად?--ცანგალა (გ) 13:21, 7 იანვარი 2009 (UTC)
ახალი სახელი რომ იყოს - ”ამბორის წესი რუსეთში” ?--გიორგი 13:22, 7 იანვარი 2009 (UTC)
ჩაკეტილად მართალი ხარ..--გიორგი 13:23, 7 იანვარი 2009 (UTC)
ყოველ კომენტარზე ამის სათაურის გადატანას ცოტა დალოდება არ ჯობდა? ის რაც სტატიაშია აღწერილი უფრო რიტუალს გავს, ვინემ რაიმე ჩვეულ წესს. და ამბორი რატომ ჯობია ამ შემთხვევაში კოცნას, განსაკუთრებული კდემამოსილებით გამოირჩეოდნენ? თან კიდევ ამ სათაურით იფიქრებ, რომ აქ თანამედროვე წესზეა ლაპარაკი, რაც არასწორია. - ალ-ო @ 19:01, 7 იანვარი 2009 (UTC)
გიორგიმელას ყოველთვის ვთხოვ, რომ დაელოდოს სხვა მომხმარებლების გამოხმაურებას. --ცანგალა (გ) 19:55, 7 იანვარი 2009 (UTC)