ამბორის წესი რუსეთში

ამბორის წესი — სტუმართა მისალმების ძველრუსული წესი.

კონსტანტინე მაკოვსკი «კოცნის ადათი».

XVI საუკუნეში ქალები რუსეთში საკმაოდ ჩაკეტილად ცხოვრობდნენ. ისინი ურთიერთობდნენ მხოლოდ ახლო ნათესავებთან, ხოლო ეკლესიაში დადიოდნენ მხოლოდ დიდი დღესასწაულების დროს. ქუჩებში ისინი დახურული ეკიპაჟებით გადაადგილდებოდნენ.

ამბორის წესი წარმოიშვა რუსეთში XVII საუკუნეში. ქეიფის შემდეგ სტუმრებთან გამოდიოდა სახლის პატრონის ცოლი ან ქალიშვილი, ყველას აძლევდა ჭიქა სასმელს, ხოლო სტუმარი საპასუხოდ მას ლოყაზე კოცნიდა. გაბრიელ უსპენსკის აზრით ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს წეს-ჩვეულება უცხოელებისგან გადმოიღო.

ბარონმა მაიერბერგმა, რომელიც ცხოვრობდა მოსკოვში 1661 წელს, დატოვა ამ წესის აღწერილობა. სახლის პატრონის ქალიშვილი ან ცოლი მხლებელ ქალებთან ერთად გამოდის სხვა ოთახში და იცვამს რუსულ ეროვნულ ტანსაცმელს. შემდეგ იგი იღებს ჭიქას და ტუჩებით ეხება, ამის მერე კი ყველა სტუმარი რიგ-რიგობით სვამს სასმელს. შემდეგ, როდესაც ყველა სტუმარი დალევს დედასახლისი დგება ფეჩთან ან კუთხეში და ყველა სტუმარი მას კოცნის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Успенский Г.П. Опыт повествования о древностях русских. — Харьков: 1818. — С. 101—105.