განხილვა:აია-სოფიას ტაძარი
Αγία Σοφία - წმინდა სოფია. წმინდა სოფია უფრო სწორი არაა? Αγία წმინდას ნიშნავს. —დათო 17:58, 21 ოქტომბერი 2008 (UTC)
- და თუკუ აია უნდა იყოს მაშინ ეს დეფისი რიღასთვისაა? —დათო 17:59, 21 ოქტომბერი 2008 (UTC)
აი რას გვეუბნება ქსე, ტ. 9, გვ. 478, თბ. 1985: ძირითადი სტატიაა სოფიოს ტაძარი (სტამბოლი), აია-სოფია - დეფისით. --ცანგალა (გ) 19:27, 21 ოქტომბერი 2008 (UTC)
- ხომ არ გადავამისამართოთ სოფიოს ტაძარი (სტამბოლი)-ზე? —დათო 07:15, 26 ოქტომბერი 2008 (UTC)
სხვათაშორის მეც ესე მგონია რომ სოფიას ტაძარი(სტამბოლი) უფრო ჯობია --თეიმურაზი (გ) 07:19, 26 ოქტომბერი 2008 (UTC)
- სოფიოს ტაძარი (სტამბოლი). :) ქსე-ში ასე ყოფლა :). —დათო 07:20, 26 ოქტომბერი 2008 (UTC)
- „აია სოფია“ არის უკვე ამ ტაძრის საკუთარი სახელი, და არა იმის მანიშნებელი მხოლოდ, რომ წმ. სოფიოს სახელზეა აგებული. ეს იგივეა, მაგ. ინგლისელმა "Svetitskhoveli" კი არ დაარქვას არამედ - "the Living Pillar Cathedral" და მერე განმარტოს :) მთელი მსოფლიო „აია სოფიათი“ იცნობს, ამასთან ეს უკვე არქ. ძეგლია და არა მოქმედი ტაძარი. არ ვიცი ქსე-ში რატომ აირჩიეს მსგავსი სახელით მთავარი სტატია, მაგრამ უცოდველი არავინაა ;)--Rastrelli F 08:06, 26 ოქტომბერი 2008 (UTC)
- the Living Pillar Cathedral . ისე, მართალია ხო იცი. მოკლედ ქართული ენა თავდაყირაა და ამოტრიალება სჭირდება. მაგრამ ეს დეფისი რაღა საჭიროა ვერ გავიგე :))—დათო 08:10, 26 ოქტომბერი 2008 (UTC)
- „აია სოფია“ არის უკვე ამ ტაძრის საკუთარი სახელი, და არა იმის მანიშნებელი მხოლოდ, რომ წმ. სოფიოს სახელზეა აგებული. ეს იგივეა, მაგ. ინგლისელმა "Svetitskhoveli" კი არ დაარქვას არამედ - "the Living Pillar Cathedral" და მერე განმარტოს :) მთელი მსოფლიო „აია სოფიათი“ იცნობს, ამასთან ეს უკვე არქ. ძეგლია და არა მოქმედი ტაძარი. არ ვიცი ქსე-ში რატომ აირჩიეს მსგავსი სახელით მთავარი სტატია, მაგრამ უცოდველი არავინაა ;)--Rastrelli F 08:06, 26 ოქტომბერი 2008 (UTC)
- ვეთანხმები ვახოს, სტატიას აია სოფია უნდა ერქვას (დეფისში ვერ შემოგედავებით, თუმცა მგონი ზედმეტია) :) – Mero ® 08:11, 26 ოქტომბერი 2008 (UTC)
- ზედმეტია აბა რა არის?! არც ერთ ენაზე არ აქვს თან დეფისი. —დათო 08:12, 26 ოქტომბერი 2008 (UTC)
- ვეთანხმები ვახოს, სტატიას აია სოფია უნდა ერქვას (დეფისში ვერ შემოგედავებით, თუმცა მგონი ზედმეტია) :) – Mero ® 08:11, 26 ოქტომბერი 2008 (UTC)
არც ერთ ენაზე? რუსულ ენაზე თუ წაიკითხე? მაგ. ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი - დეფისებია დამკვიდრებული. კვლავ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებია. ცანგალა (გ) 10:33, 26 ოქტომბერი 2008 (UTC)
სტატიაში აია, ქე-ში „საქართველო“ და არა ქსე წერია „აია-კოლხიდა“ (დეფისით) , ტ. 1, გვ. 76, თბ., 1997--ცანგალა (გ) 10:40, 26 ოქტომბერი 2008 (UTC)
რუსულად საერთოდ Софийский собор არის, უკრაინულადაც Софійський собор. მაგრამ მე იმას ვგულისხმობ რომ საქართველოში გავრცელებული სახელია აია სოფია, სოფიოს ტაძარი ვინმეს რომ უთხრა ვერც მიხვდება რომელია. გარდა ამისა სოფიოს ტაძარი არის რამდენიმე (იხ. Софийский собор, ყურადღება მიაქციეთ: Софийский собор (Святая София, Айя-София). ამიტომ ძირითადი სტატიის სახელი უნდა იყოს აია-სოფია (ტირეს ამბავი კვლავ არ ვიცი), ანუ რატომ უნდა გაიხსნას სტატია სახელით სოფიოს ტაძარი (სტამბოლი) როცა მცირე სახელიც შეიძლება შევურჩიოთ, და ნორმებიც დავიცვათ? :) რა თქმა უნდა, სოფიოს ტაძარზე მრავალმნიშვნელობის გვერდი უნდა გაიხსნას, სადაც უკვე აია-სოფიაც იქნება ნახსენები. :) მემგომი სადაო აღარ დარჩა. (დაე იყოს ტირეთი) – Mero ® 10:47, 26 ოქტომბერი 2008 (UTC)
- დეფისი ზოგადად ქართული ენის აუცილებელი ნორმაა მსგავს შემთხვევებში, თუ ხანგამოშვებითი? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ იმ დღეს ვწერდი სტატიას სტატუს-კვო და მერე აღმოვაჩინე სტატუს ქვო, ავდექი და გადავამისამართე :) უფრო ადრე კი დე-იურე და დე-ფაქტო, თუ ამათ არ უნდათ ეს დეფისი, აქ რაღა შუაშია? რაც შეეხება ცანგალას მიერ მოყვანილ „აია-კოლხიდა“-ს, სადაო არაა, რომ აქ „აია“ არ არის იგივე ბერძნული ჰაგიადან მიღებული „აია“, ანუ „წმინდა“. თანაც „აია კოლხეთი“ არც ვიკიშია დეფისით?!--Rastrelli F 08:15, 27 ოქტომბერი 2008 (UTC)
სტატუს-კვო, ქსე, ტ. 9, გვ. 557, თბ., 1985; დე იურე - ქსე, ტ. 3, გვ.441, თბ., 1978 ; დე ფაქტო - ქსე, ტ. 3, გვ. 485, თბ., 1978; აია კოლხეთი (ფილმი) - ამის გამოსწორება როგორ შეიძლება ნამდვილად არ ვიცი [1]. ფილმს ასე ჰქვია და ალბათ უნდა დარჩეს. რაც შეეხება კვ თუ ქვ როგორც ვიცი მეცნიერებს შორის დღემდე არის კამათის საგანი (შეიძლება ვცდები).--ცანგალა (გ) 11:14, 27 ოქტომბერი 2008 (UTC)
1. კანონიკურია წმინდა სოფია, მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრების მიღებული კანონების ძველ ქართულ თარგმანში (დიდი სჯული კანონი) ნახსენებია სოფიაწმინდა -რომელიც სიტყვასიტყვით ასე არის გადმოცემული — კანონები წმინდა კრებისა, რომელიც შეიკრიბა ღმრთის სიტყვის, სოფიაწმინდის სახელგანთქმულ და სახელოვან ტაძარში და დაამტკიცა მეშვიდე წმინდა და მსოფლიო კრება, . . ., და ა. შ. — ანუ სოფია ამ შემთხვევაში გულისხმობს, არა პიროვნებას არამედ ღვთის სიბრძნეს, ანუ სიტყვას ღვთისას, ლოგოსს, რომელიც არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. და, არავითარ შემთხვევაში, არ უკავშირდება სოფიოს სახელის მატარებელ პიროვნებას. ამ სახელის მქონე წმინდანებს მოიხსენიებენ, აუცილებლად, როგორც, წმიდა მოწამე, ან ღირსი და ა.შ. 2. სტატიის დაწერისას მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, კანონიკისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის დაცვა, რამდენადაც ქართულ ენაში ამ ტაძრის დასახელება შემოვიდა მისი თურქული, ან, თუნდაც, ახალბერძნული სახელწოდებების გაჩენამდე გაცილებით ადრე. რაც შეეხება ტირეს, ჩემის აზრით, ის ზედმეტია, და შესაცვლელია.--Kote 18:00, 11 იანვარი 2011 (UTC)
- „წმინდა სოფია“ („სოფიაწმინდა“) სახელი შეიძლება იქთვას, ეკლესიაშიც კი არ არის ფართო ხმარებაში და გვარცელებულობის და დამკვიდრებულობის მიხედვით „აია-სოფიას“ ვერ უსწრებს, თუმცა მე პირადად მივესალმები „სოფიაწმინდას“ :). მე მგონი არსებითი სხაობაა ძეგლის სახელისთვის „წმინდა სოფიოსა“ და „სოფიაწმინდას“ შორის. „სოფიაწმინდა“ გაცილებით ძველი ფორმაა და უკვე დამკვიდრებული ტაძრების (და შემდგომ დასახლებების) აღნიშვნაში (მაგ.: ნინოწმინდა, გიორგიწმინდა, ყველაწმინდა და ა. შ.), ამიტომ მისი აღნიშვნა სატიაში, კრების ჩანაწერებზე დაყრდნობით, თუ სხვა წყაროც არის, ძალიან კარგი იქნება. — Rastrelli F 07:33, 13 იანვარი 2011 (UTC)
წმინდა სოფიას ტაძრის დასახელებამ, იმ გარემოებიდან გმომდინარე, რომ ტაძარი, უკვე კარგა ხანია, აღარ ასრულებს მის თვადაპირველ ფუნქციას, შეიძინა თურქული ელემენტი და, ამჟამად, აია-სოფია უფრო გავრცელებულია, რასაც, რა თქმა უნდა, წინ ვერ აღვუდგებით. მე, წინა პოსტში, სხვა რამეზე ვცდილობდი ხაზგასმას, რაც არ გამომივდა. ვაზუსტებ: კანონები წმინდა კრებისა, რომელიც შეიკრიბა ღმრთის სიტყვის, სოფიაწმინდის სახელგანთქმულ და სახელოვან ტაძარში და დაამტკიცა მეშვიდე წმინდა და მსოფლიო კრება, . . ., ამ ციტატაში ღმრთის სიტყვას და სოფიაწმინდას ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ სოფიაწმინდა გამოდის ღმრთის სიტყვის სინონიმად, ანუ, იმ გარემოებას აღვნიშნავდი, რომ სოფია, ამ შემთხვევაში, არამც და არამც არ უნდა იყოს აღრეული სოფიო-ში (ადამიანი სახელი). წმინდა სოფია, ტაძართან მიმართებაში, აღნიშნავს ღმრთის სიტყვას, ანუ იესო ქრისტეს. ამის ხაზგასმა მინდოდა.--Kote 09:51, 13 იანვარი 2011 (UTC).