განწესება
განწესება — ძველ ქართულ სამართალში კანონებისა და წესის შემოღება, საერო ან საეკლესიო ხელისუფლების ნორმატიული აქტი - წესდება, დებულება. XVIII საუკუნის II ნახევარში განწესებად იწოდებოდა ერეკლე II-ის მიერ მიღებული მრავალი საკანონმდებლო აქტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- კეკელია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 690.