სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ განთიადი (მრავალმნიშვნელოვანი).

„განთიადი“საქართველოს ნებაყოფლობითი სპორტული საზოგადოება. დაარსდა 1958 წელს სპორტული საზოგადოებების „პიშჩევიკის“, „ნაუკას“, „კრასნოე ზნამიას“ და სხვ. ბაზაზე. აერთიანებდა საქართველოს მრეწველობის 9 დარგობრივი პროფკავშირის წევრებს. 1976 წლის 1 იანვრისათვის საზოგადოებაში იყო 175 453 წევრი მათ შორის 244 საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი, 4 სპორტის დამსახურებული ოსტატი, 14 საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. საზოგადოებას 1970-იანების ბოლოსთვის გააჩნდა 14 სტადიონი, 21 სპორტული დარბაზი, 121 კალათბურთისა და 183 ფრენბურთის მოედანი, 32 ფეხბურთის სათამაშო მინდორი და 12 ჩოგბურთის კორტი. „განთიადში“ აღიზარდნენ ლ. თედიაშვილი, დ. შანიძე და სხვები.

1987 წელს „განთიადი“ გაერთიანდა პროფკავშირების საკავშირო ნებაყოფლობით ფიზკულტურულ-სპორტულ საზოგადოებაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 2, გვ. 681, თბ., 1977
  • ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 551, თბ., 1997