განდიზმი
განდიზმი — სოციალურ-პოლიტიკური და რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც აღმოცენდა ინდოეთის ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში, ეროვნული ბურჟუაზიის ხელმძღვანელობით მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგია. სახელი ეწოდა მისი ფუძემდებლის მაჰათმა განდის სახელის მიხედვით.
განდიზმის ფილოსოფიური საფუძველია ობიექტური იდეალიზმი, ღვთაებრიობისა და ჭეშმარიტების გათანაბრების იდეა. მისი ქვაკუთხედი ეთიკის სფეროში — ჯაინიზმის რელიგიიდან ნასესხები „აჰიმსის“ პრინციპი, რომელსაც ემყარება ძალდაუტანებლობის მთელი ტაქტიკა („აჰიმსა“ კატეგორიულად კრძალავს ყოველგვარი ცოცხალი არსებისადმი რაიმე ფიზიკური თუ სულიერი ვნების მიყენებას).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 677.