განათლება ჩინეთში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

განათლება ჩინეთში - განათლების სისტემა ჩინეთში. ჩინეთში საბაზო განათლება მიიღება განსთლების სამინისტროს დაქვემდებარებულ სკოლებში. ყველა მოქალაქე ვალდებულია სკოლაში მინიმუმ ცხრა წელი ისწავლოს და ე.წ. ცხრაწლიანი სავალდებულო განათლება მიიღოს, რომელსაც აფინანსებს მთავრობა. სავალდებულო განათლება მოიცავს ექვსწლიან დაწყებით განათლებას, რომელიც ძირითადად იწყება ექვსი წლის ასაკში და მთავრდება თორმეტი წლის ასაკში [1], რასაც მოსდევს სამი წლის უმცროსი საშუალო განათლება (უმცროსი საშუალო სკოლა). ზოგ პროვინციაში შეიძლება იყოს დაწყებითი სკოლის ხუთი წელი, მაგრამ ოთხი წელი საშუალო სკოლისთვის. უმცროს საშუალო სკოლას მოჰყვება სამი წლის საშუალო სკოლა, რომლის დასრულების შემდეგ საშუალო განათლება სრულდება.

1985 წლამდე უმაღლესი განათლება უფასო იყო და გადასახადებისგან შეგროვილი ბიუჯეტით ფინანსდებოდა. ახლა უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად მოსწავლეები გრანტის მოსაპოვებლად საგამოცდო კონკურსში მონაწილეობენ. გათვალისწინებით. 1980-იანი წლების დასაწყისში მთავრობამ დაუშვა პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაარსება, რამაც გაზარდა ბაკალავრების და დოქტორების რაოდენობა. ჩინეთის ინვესტიციები კვლევასა და განვითარებაში 1999 წლიდან ყოველწლიურად 20% იზრდება და 2011 წელს 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 2006 წელს ჩინეთის უნივერსიტეტებში მეცნიერების და საინჟინრო.ფაკულტეტი დაამთავრა 1,5 მილიონმა სტუდენტმა. 2008 წლისთვის ჩინეთმა გამოაქვეყნა 184,080 ნაშრომი აღიარებულ საერთაშორისო მეცნიერულ ჟურნალებში. - 1996 წელთან შედარებით მაჩვენებელი შვიდჯერ გაიზარდა [2]. 2017 წელს ჩინეთმა გაუსწრო აშშ-ს სამეცნიერო პუბლიკაციების რიცხვით.

საერთაშორისო სტუდენტებისთვის ჩინეთი პოპულარული ადგილია - 2013 წლის მონაცემებით, ჩინეთი აზიის ყველაზე პოპულარული ქვეყანა იყო საერთაშორისო სტუდენტებისათვის და მესამე მსოფლიოში. ჩინეთი ახლა წამყვანი ქვეყანაა მთელს მსოფლიოში ანგლოფონული აფრიკელი სტუდენტებისთვის. 2018 წლის მონაცემებით ქვეყანას მსოფლიოში ტოპ უნივერსიტეტის შეერთებული შტატების შემდეგ უდიდესი რიცხვი აქვს [3].

სასკოლო ფორმები

რედაქტირება

ჩინეთის ბევრ სკოლაში უნივერსიტეტამდე სავალდებულოა სასკოლო ფორმის ტარება [4]. მოსწავლეებს აქვთ სპორტული და ყოველდღიური ფორმა, რომელიც იცვლება წელიწადის დროის მიხედვით და უნიკალურია ყოველი სკოლისთვის. ფორმების მომხრეები ამტკიცებენ, რომ vსასკოლო ფორმა ჩინეთის კულტურის ნაწილია, ის შლის გარჩევას სოციალური ფენების შორის, ჰქმნის ერთობის და კუთვნილების გრძნობას მოსწავლეთა შორის და თვალსაჩინოს ხდის, თუ რომელი სკოლიდანაა მოსწავლე.

პრობლემები

რედაქტირება

მიუხედავად დამაჯმაყოფილებელი შედეგის, ჩინეთის განათლების სისტემა ხშირად კრიტიკის ქვეშ ხვდება. აღინიშნება სისტემის ზედმეტი სიმკაცრე, ორიენტირება დაზეპირებაზე და გამოცდებისთვის მზადებაზე, რომლებიც დიდ სტრესს იწვევენ და რომელიც მიჩნეულია გადარჩევის მექანიზმად, რომელიც მოსწავლის მთელ ცხოვრებას განსაზღვრავს.

განათლების ხარისხში დიდი განსხვავებაა ქალაქების და სოფლებს შორის..ეს გამოწვეულკა ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი არაპროპორციული ზრდით დიდ ქალაქებში, რომელსსც ქვეყნის პერიფერია ვერ ეწეოდა. ამას ხელს უწყობდა ენობრივი ბარიერებიც რეგიონთა შორის. იგრძნობა ასევე შეუსაბამობა ვაჟთა და გოგონათა განათლების შორის, თუმცა ბოლო წლებში სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამასთან ერთად სასწავლო მასალა მთავრობის წარმომადგენლების მიერ ცენზურას გადის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Suzanne Pepper, Radicalism and Education Reform in 20th-Century China: The Search for an Ideal Development Model(Cambridge; New York: Cambridge University Press, 1996)
  • John F. Cleverley, The Schooling of China : Tradition and Modernity in Chinese Education (North Sydney, NSW, Australia: Allen & Unwin; 2nd, 1991)
  • Howard Gardner, To Open Minds: Chinese Clues to the Dilemma of Contemporary American Education (New York: Basic Books, 1989). The observations of a leading American educationist who visited China in the 1980s and ascribed the effectiveness of Chinese education to underlying cultural attitudes and political choices.
  • Julia Kwong, Chinese Education in Transition: Prelude to the Cultural Revolution(Montreal: McGill-Queen's University Press, 1979)
  • Shi Ming Hu, Eli Seifman, eds., Toward a New World Outlook: A Documentary History of Education in the People's Republic of China, 1949-1976 (New York: AMS Press, 1976)
  • Yellienk, Roie, "Chinese education: a tradition of obedience to the spirit of innovation", Makor Rishon, 17 April 2020, https://www.makorrishon.co.il/news/221211/.

წყაროები

რედაქტირება
  1. https://www.open.edu/openlearn/education/brief-introduction-the-chinese-education-system
  2. http://en.moe.gov.cn/documents/reports/201910/t20191022_404775.html