გამოცანების თეატრი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გამოცანების თეატრი, ქართული სახიობის ჟანრი. აღმოცენდა გამოცანის ამოხსნის ხალხური სანახაობიდან, რომელშიც მონაწილეობდნენ მთქმელი (მთხზველი) და გამომცნობელი. შემდგომში იგი სახიობის ჟანრად იქცა და პროფესიული მსახიობები ასრულებდნენ. გამოცანების თეატრის წარმოდგენის აღწერილობა შემონახულია XVII საუკუნის ქართულ პოემაში „სიბილაიანი“.

გამოცანების თეატრმა XIX საუკუნის 80-იან წლებამდე მოაღწია „ნაღდის“ სახელწოდებით. ამბავს გალექსავდნენ, შემდეგ სხვადასხვა ხმასა და კილოს შეურჩევდნენ და დაკითხვა-მიგებით წარმოადგენდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გრიშაშვილი ი., ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, თხზ. კრ. ხუთ ტომად, ტ. 3, თბ., 1963;
  • კეკელიძე კ., გართობა-სანახაობათა ისტორიისათვის ძველს საქართველოში, მის წგნ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1945;
  • ჯანელიძე დ., ქართული თეატრის ხალხური საწყისები, წგნ. 1, თბ., 1948;
  • ჯანელიძე დ., ქსე, ტ. 2, გვ.663-664, თბ., 1977