გამოსაჯავრებელი და საგინგლაო ლექსები

ქართული საბავშვო ფოლკლორის სახეობა

გამოსაჯავრებელი და საგინგლაო ლექსები — ქართული საბავშვო ფოლკლორის სახეობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა მოპაექრის გაღიზიანება და დაცინვა-გამოჯავრება.

გამოსაჯავრებელი და საგინგლაო ლექსები მცირეფორმიანი ტექსტებია, მათში აქცენტი ძირითადად რითმაზეა გადატანილი და მარტივი სახეებით, ადვილად მისაწვდომი ხერხებით გაქილიკებულია მოპაექრის ხასიათი, თვისებები, დასაძრახი საქციელი („მტირალა, მტირალა...“, „საქმეზე წელი გწყდებაო“ და მისთ.). ასეთი ლექსები ზოგჯერ კითხვა-პასუხს შეიცავს ან სიტყვების თამაშზეა აგებული, ხშირად იმპროვიზაციული ხასიათისაა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზანდუკელი ფ., ქართული საბავშვო ფოლკლორის საკითხები, თბ., 1977.
  • ზანდუკელი ფ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.