გამგეობა (მერია)

(გადამისამართდა გვერდიდან გამგეობა)

გამგეობა — სოფლის, თემის, დაბის, ქალაქისა და რაიონის საკრებულოს აღმასრულებელი ორგანო, ხოლო იმ ქალაქის აღმოსრულებელი ორგანო, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, არის მერია. სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის გამგებელი, რომელსაც ირჩევს შესაბამისი საკრებულო თავისი შემადგენლობიდან, იმავდროულად არის საკრებულოს თავმჯდომარე. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის გამგეობის შემადგენლობა განისაზღვრება 3-7 წევრის შემადგენლობით.

იმ სოფელსა და თემში, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 3,000 კაცს, გამგეობა არ იქმნება და მის ფუნქციას უშუალოდ გამგებელი ახორციელებს. რაიონის გამგეობის შემადგნელობა განისაზღვრება 5-11, ხოლო მერიის შემადგენლობა 7-15 წევრით.  გამგებელი/მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. გამგებლად/მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც.

გამგეობა (მერია) უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგებლის (მერის) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას, შეიმუშავებს მიუჯეტისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების პროექტებს, ხოლო საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს მათ შესრულებას, იღებს გადაწყვეტილებებს მიწათსარგებლობის საკითხებთან დაკავშრებით, ახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება