ჰალიჩი (უკრაინა)
ჰალიჩი (უკრ. Галич) — ქალაქი უკრაინაში, ივანო-ფრანკივსკის ოლქში, მდინარე დნესტრის ორივე ნაპირზე. ჰალიჩის რაიონის ცენტრი, რკინიგზის სადგური, საავტომობილო გზების კვანძი. 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 6307 ადამიანი. ჰალიჩის ჩრდილოეთით 5 კმ-ზე მდებარეობდა ძველი რუსული ქალაქი. ჰალიჩი პირველად იხსენიება 1140 წელს იპატის მატიანეში. 1144 წლიდან ჰალიჩის სამთავროს ცენტრი იყო. 1199 წელს რომან მსტისლავის ძის დროს გალიჩ-ვოლინის სამთავროს დედაქალაქად იქცა. 1241 წელს მონღოლებმა დაანგრიეს. შემორჩენილია პანტელეიმონის ტაძარი (ქვით ნაგები, მოჩუქურთმებული; აგებულია 1200 წელზე ადრე, გადაკეთებულია XVII საუკუნეში), მიძინების ტაძრის (1157) ქვის კედლების ნაწილები, ქალაქის მიწაყრილებისა და თხრილების ნაშთები. არქეოლოგიური გათხრებით დადგინდა, რომ ჰალიჩი აღმოცენებულია X საუკუნეში. 1940 წლამდე იყო დაბა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჰალიჩი უკრ. Галич | |||||
| |||||
ქვეყანა | უკრაინა | ||||
კოორდინატები | 49°07′29″ ჩ. გ. 24°43′43″ ა. გ. / 49.12472° ჩ. გ. 24.72861° ა. გ. | ||||
პირველი ხსენება | 898 | ||||
ფართობი | 24.67 კმ² | ||||
მოსახლეობა | 6307 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 256 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 3431 | ||||
საფოსტო ინდექსი | 77100 — 77104 | ||||
ოფიციალური საიტი | galych-rada.gov.ua/?newlang=en | ||||
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Костик М. Галич // Енциклопедія сучасної України