გალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
გალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტის ქალაქ გალში. დაარსდა 1978 წელს. პირველი ექსპოზიცია გაიხსნა 1979 წელს. მუზეუმის ფონდში 800-მდე ექსპონატი იყო, მ. შ. გვიანდელი ბრინჯაოს და ანტიკური ხანის არქეოლოგიური მასალა, მხარის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები და ფოტომასალა.
ამჟამად მუზეუმი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარქივებული 2023-10-05 საიტზე Wayback Machine.