გალაქტომანანებიმანოზისა და გალაქტოზის ნაშთებისგან შემდგარი პოლისაქარიდები. გვხვდება პარკოსანთა ოჯახის მცენარეთა თესლებში (ასრულებენ ენდოსპერმის სათადარიგო ნივთიერების ფუნქციას) და სოკოებში; ყველაზე მეტად ცნობილია პარკოსანთა გალაქტომანანები („პარკოსანთა გუმფისები“). გუარისა (Cyamopsis tetragonoloba) და კერატის (Ceratonia siliqua) გალაქტომანანებს, რომლებსაც შესაბამისად „გუარანი“ და „კარობი“ ეწოდებათ, იღებენ სამრეწველო მასშტაბებით. მათ მოლეკულებს საფუძვლად უდევს β-D-მანოპირანოზის 1,4-ბმიანი ნაშთების ხაზური ჯაჭვები; ამ ნაშთთა ნაწილი (დაახლ. 50% გუარანში და დაახლ. 25% კარობში) მეექვსე პოზიციაში ჩანაცვლებულია α-D-გალაქტოპირანოზის ცალკეული ნაშთებით; პოლიმერული ჯაჭვის გასწვრივ ჩამნაცვლებელთა განაწილება არათანაბარია. პარკოსანთა გალაქტომანანები წარმოქმნიან ბლანტ წყალხსნარს, რომელიც გამოიყენება კოსმეტიკის წარმოებაში, კვებისა და სამედიცინო მრეწველობაში (ემულსიისა და სუსპენზიის სტაბილიზატორად); ქიმიურად უფრო მდგრად ნახევრად სინთეტიკურ წარმოებულებს (მაგ., ჰიდროქსიპროპილგუარანი) იყენებენ ნავთობის მოპოვების დროს.[1]

გალაქტომანანის მოლეკულის სტრუქტურული ფრაგმენტი, სადაც ნაჩვენებია მანოზის ჩონჩხი (ქვემოთ) და გალაქტოზის განშტოებული ნაშთი (ზემოთ).

სქოლიო რედაქტირება

  1. Галактоманнаны // Большая российская энциклопедия. т. 6. — М., 2006. — стр. 303.