გალატელთა მიმართ ეპისტოლეპავლე მოციქულის 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი. ეპისტოლე შედგება 6 თავისაგან.

წმინდა მოციქული პავლე

ეპისტოლე პავლე მოციქულმა დაწერა ეფესოში ყოფნის დროს. იგი მიმართულია იუდეველთა მზაკვრული მცდელობის წინააღმდეგ, დაერწმუნებინათ გალატელები მცირე აზიაში, რომ თითქოს ადამიანის გამართლებისათვის მხოლოდ რწმენა არ კმარა, არამედ აუცილებელია ჩვეულებითი სჯულის მორჩილება. ამით ისინი ცდილობდნენ დაემცირებინათ პავლეს ავტორიტეტი და მისი მისიონერული ღვაწლი, რომელიც ქადაგებდა ღვთის მადლით მორწმუნეთა გამოხსნის შესახებ. ბევრი გალატელი მოექცა ამ ცრუ მოძღვრების გავლენის ქვეშ შეგნებულად, რათა თავი დაეღწიათ იუდეველთაგან დევნისათვის (6,12). სხვანი მეორე უკიდურესობაში ჩავარდნენ და ერთმანეთში აურიეს ძველი აღთქმისეული ჩვეულებები და ათი მცნების სჯული. ამ გადახრებმა გამოიწვია პავლეს მიერ ეპისტოლის დაწერა.

ეპისტოლეში პავლე იცავს თავის მოციქულებრივ მისიას და მიუთითებს მის აღიარებაზე იერუსალიმში პირველ მოციქულთა მიერ და უარყოფს იუდეველთა ცრუმოძღვრებას. ეპისტოლეში ვხვდებით პავლეს მოძღვრების ცენტრალურ თემას: „მართალი ჩემი სარწმუნოებისაგან ცხონდეს“ (აბაკუმ 2,4).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქ. ძოწენიძე და კ. დანელია, პავლენი (პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები), თბილისი, 1974, გვ. 3-65.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება