გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი
(გადამისამართდა გვერდიდან გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი ჭყვიშში)
გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი — მუზეუმი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში. მუზეუმი მოიცავს ორ საგამოფენო შენობასა და გალაკტიონისა და ტიციანის ისტორიულ სახლებს.
გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი | |
---|---|
ტიციან ტაბიძის სახლი და მუზეუმი | |
42°07′50″ ჩ. გ. 42°25′33″ ა. გ. / 42.1306694° ჩ. გ. 42.4260000° ა. გ. | |
დაარსდა | 1966 |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | ჭყვიში (ვანის მუნიციპალიტეტი) |
სტატუსი | მემორიალური |
ექსპონატი | 7885 |
ვიზიტორები | 4297 |
გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმს 2019 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია[1].
ზოგადი ინფორმაცია
რედაქტირება- მუზეუმის მთლიანი ფართობი: 3 ჰა
- მუდმივი ექსპოზიცია: 450 კვ/მ
- პერიოდული გამოფენები: 30 კვ/მ
- საკონფერენციო დარბაზი: 60 კვ/მ
- საცავი: 30 კვ/მ
- მუზეუმის მუშაობის ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
ექსპონატები
რედაქტირებამუზეუმში დაცულია გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების მემორიალური ნივთები, ძველბეჭდური წიგნები გალაკტიონის მამის ბიბლიოთეკიდან, მე -19 ს-ის თიხის ჭურჭელი, ნაქარგობის ნიმუშები, ქართველ მხატვართა გრაფიკოსთა და სკულპტორთა ნამუშევრები.
მუზეუმის გამოფენებია: „გალაკტიონი და ტიციანი“, „მეფე - პოეტი“, „მე დავიბადე აპრილის თვეში“, „გალაკტიონის ჩანახატები“, „ტიციანი და ბორის პასტერნაკი“. მოქმედებს საგანმანათლებლო პროგრამები,
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს მთავრობის დადგენილება №254, 2019 წლის 29 მაისი, ქ. თბილისი, კულტურული მემკვიდრეობის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის თაობაზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-06. ციტირების თარიღი: 2019-07-06.