გაიოზ კორძაძე (დ. 19 მარტი, 1938, ჩოხატაური — გ. ოქტომბერი, 2016) — ქართველი პოლიტიკოსი.

გაიოზ კორძაძე
დაბადების თარიღი 19 მარტი, 1938
დაბადების ადგილი ჩოხატაური, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 2016
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1966-1969 წლებში იყო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის მასწავლებელი, 1969 წლიდან საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასწავლებელი.1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ტრადიციონალისტთა გაერთიანება“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება