გაიბოტენის მთავარანგელოზის ხატი

გაიბოტენის მთავარანგელოზის ხატი — საკულტო ძეგლი, ბავშვების (ბიჭების) მფარველი ხატი, მდებარეობს სოფლის განაპირას. ნაგებია ფიქლით, წყობა მშრალია. დანგრეულია. შემორჩენილია ქვის ჯვარი ადამიანის გამოსახულებით. იქვე დგას ყოჩის ქანდაკება. ხატში ინახებოდა თუნუქგადაკრული ხის ჯვარი. ამ ჯვრით ხელში ბავშვები (ყველიერში, ხუთშაბათ დღეს) კარდაკარ დადიოდნენ და ოჯახებს ლოცავდნენ. სანაცვლოდ უხვად საჩუქრდებოდნენ ყველით, კვერცხით, სასმელით, ფულით და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება