გუაიანეკოს არქიპელაგი
(გადამისამართდა გვერდიდან გაიანეკოს არქიპელაგი)
გაიანეკოს არქიპელაგი (ესპ. Archipiélago Guayaneco) — არქიპელაგი სამხრეთ ჩილეს სანაპიროსთან. ბოლო გამყინვარებისას ეს არქიპელაგი მთლიანად ყინულით იყო დაფარული. მყინვარებმა ამ მთიან კუნძულებზე თავის კვალი დატოვა, რაც უამრავი ღრმა ხეობის არსებობაში გამოიხატება. მთების ფერდობები დაფარულია ტყეებით. ადამიანთა დასახლება ამ კუნძულებზე საკმაოდ იშვიათია.